Digest Logo

„არ ხარ ჩამოყალიბებული ქრისტიანი, ვერ ხედავ ეკლესიას“ - რას ამბობს თეოდორე გიგნაძე

1770356218
თეოდორე გიგნაძე

ჯვრის ამაღლების სახელობის ტაძრის წინამძღვარი და თეოლოგიის დოქტორი დეკანოზი თეოდორე გიგნაძე განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს საზოგადოებაში.

მისი ქადაგებები ქრისტიანებმა მალევე შეიყვარა, სწორედ ამიტომ იგი პერიოდულად სოციალურ ქსელში ამონარიდებს აქვეყნებს ხოლმე.

გთავაზობთ მისი ქადაგებიდან მორიგ ამონარიდს:

„თუ ადამიანმა არ იცის,
თუ ადამიანი ვერ ხვდება ეკლესიის არსს — აი, ამ ორომტრიალში, რაც ჩვენ გარშემო ხდება;
თუ ადამიანმა ვერ დაინახა რას ნიშნავს:
— რომ ეკლესია სვეტი და სიმტკიცეა ჭეშმარიტებისა,
— რომ ის ქრისტეს მისტიკური სხეულია,
— რომ ის უცდომელია,
— რომ ის ნამდვილია,
— რომ ის აბსოლუტურად სანდოა,
თუ არ იცის ეს ყველაფერი რას ნიშნავს და რაში მდგომარეობს,
თუ არ შეუძლია გაჰყოს ჩემი პირადი ცოდვა ეკლესიის სიწმინდისგან,
თუ ადამიანი ამ რაღაცებს ვერ ხვდება — ის ჯერ ქრისტიანი არ არის;
ასეთი ადამიანი ყოველთვის ირყევა,
ვიღაც გამოდგება — ეკლესიის მტერი, რაღაცას დააბრეხვებს,
და წარგიტაცებს,
გაგიყოლებს თავისთან, თავისი არაჯანსაღი მსოფმხედველობით,
იმიტომ,
რომ არ ხარ ჩამოყალიბებული ქრისტიანი,
ვერ ხედავ ეკლესიას“, - წერს დეკანოზის ოფიციალური გვერდი.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„ნუ იქნებით გაუმაძღრები, ნუ გაეკიდებით იმას, რაც სხვებს აქვთ...“ - Abagael Bagi

⭕„არასასიკეთოა მკურნალობის დაწყება ან ავადმყოფების მონახულება...“ - დღის მეტაფიზიკური პროგნოზი

⭕„ასტროლოგია გვიწინასწარმეტყველებს „ამინდს“ მაგრამ ჩვენს ნაბიჯებსა და არჩევანს განსაზღვრავს ჩვენივე ნება...“ - რამაზ გიგაური