ასტროლოგი, ფსიქოლოგი და რამდენიმე წიგნის ავტორი რამაზ გიგაური, სოციალურ ქსელში სხვადასხვა ასტროპროგნოზთან ერთად საზოგადოებას ხშირად უზიარებს სასარგებლო რჩევებს.
იგი ამჯერად ახალ სტატუსს აქვეყნებს, სადაც ასტროლოგიის მნიშვნელობაზე საუბრობს:
„ოსტატი და მოსწავლე.
მოსწავლემ ჰკითხა ოსტატს:
— შეუძლია ადამიანს შეცვალოს თავისი ბედისწერა?
ოსტატმა ცას ახედა, სადაც შავი ღრუბლები გროვდებოდნენ და უპასუხა:
— მალე იწვიმებს. შეგიძლია ის შეაჩერო?
— ვერა, ოსტატო, ვერ შევძლებ.
— ვერც მე... მაგრამ მე შემიძლია ავირჩიო:
* დავდგე და ვიწუწუნო, რომ ვსველდები;
* გავშალო ქოლგა და გავაგრძელო ჩემი გზა;
* ან უბრალოდ — ვიცეკვო წვიმაში.
მორალი: ასტროლოგია გვიწინასწარმეტყველებს „ამინდს“ (გარე პირობებს), მაგრამ ჩვენს ნაბიჯებსა და არჩევანს განსაზღვრავს ჩვენივე ნება“, - წერს რამაზ გიგაური.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„შეუდარებელი გოგო“ - თაკო ჩორგოლაშვილის ახალმა კადრებმა გამომწერები მონუსხა