გერმანიაში მოღვაწე ქართველი ექიმი ლევან შელეგია სოციალურ ქსელში ადამიანის ანატომიასთან, ჯანმრთელობასთან, სექსუალურ განათლებასა და სოციალურ ეტიკეტთან დაკავშირებულ საინტერესო ფაქტებსა და რჩევებს უზიარებს საზოგადოებას.
ექიმი ეხება ისეთ თემებს, როგორებიცაა სხეულის ბიოლოგიური თავისებურებები, ჰიგიენა, სტრესის მართვის საშუალებები და პლასტიკური მედიცინა.
ამასთან, შელეგია განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს ფსიქოლოგიურ საზღვრებზე - მოუწოდებს საზოგადოებას, თავი შეიკავონ სხვის წონაზე კომენტარებისგან, რამაც შესაძლოა მძიმე კვებითი აშლილობა გამოიწვიოს, და პატივი სცენ ბავშვებისა თუ ზრდასრულების პირად სივრცეს:
1️⃣საღამოობით 2 სანტიმეტრამდე დაბლები ვართ, ვიდრე დილით. გრავიტაციის გამო ხერხემლის დისკები პრესს განიცდიან და სითხეს კარგავენ.
2️⃣ერთი ადამიანის პირში მეტი ბაქტერია ცხოვრობს, ვიდრე ადამიანი დედამიწაზე.
3️⃣მთელი სხეულის ძვლების ნახევარზე მეტი ხელებში და ფეხებშია.
4️⃣ჩვენი სხეული უფრო მეტი ბაქტერიებისგან (40 ბილიონი) შედგება, ვიდრე “ჩვენივე” უჯრედებისგან (30 ბილიონი)
5️⃣ოფლი ოლფაქტორულად ნეიტრალურია, მხოლოდ კანის ბაქტერიები აძლევენ მას სპეციფიკურ სუნს. ამ ბაქტერიების მოსაშორებლად ეფექტურია გლოკოლის მჟავის (Glycolic acid) წასმა.
6️⃣ადამიანის ყველაზე დიდი ორგანო კანია, ყველაზე პატარა - ეპიფიზა (ტვინის არეალი, რომელიც მელატონინს გამოყოფს)
7️⃣სხეულის ყველაზე მაგარი ქსოვილი არის კბილის მინანქარი.
8️⃣წარბების მთავარი ფუნქციაა თვალები დაიცვან შუბლიდან მომდინარე ოფლისგან.
9️⃣მთაში წონა ნაკლებია, ვიდრე ბარში. ასევე ნაკლებს ვიწონით ეკვატორთან ახლოს, ვიდრე პოლუსებთან.
1️⃣0️⃣გაფანტული სკლეროზის სიხშირე იზრდება, რაც უფრო შორს ვცხოვრობთ ეკვატორიდან.
1️⃣1️⃣კონტრაცეპცია მარტო ქალის საზრუნავი ნამდვილად არ არის, რადგან მათ აბებს სერიოზული გვერდითი ეფექტები შეიძლება ჰქონდეთ.
1️⃣2️⃣სექსის შემდეგ მოშარდვა იცავს საშარდე გზების ინფექციებისგან, განსაკუთრებით ქალებს.
1️⃣3️⃣ტვინს არ აქვს ნოციცეპტორები - ანუ ტკივილის შეგრძნება. შესაბამისად შესაძლებელია ფხიზელ პაციენტს ტვინზე ოპერაცია ჩაუტარდეს.
1️⃣4️⃣კიდურების ამპუტაციის შემდეგ ტვინი მაინც "ფიქრობს", რომ ის კიდური არსებობს. ამის უკიდურესი ფორმაა ფანტომური ტკივილი (phantom pain)
1️⃣5️⃣ძლიერი ესპრესოს პირველივე ყლუპზე გულის აჩქარება ყავასთან არ არის კავშირში, არამედ ჩვენს მოლოდინთან.
1️⃣6️⃣შენი ცხოვრება დიდწილად შენივე გადაწყვეტილებების რეზულტატია.
1️⃣7️⃣ჰემოროიდული პრობლემები, იგივე ბუასილი, არ ტეხს. დროულად მიდი პროქტოლოგთან, მალამოები იშვიათად და მხოლოდ იოლ ფორმებს შველის.
1️⃣8️⃣დღესდღეობით უკვე გვაქვს ეფექტური დანამატები სტრესის შესამცირებლად: (Ashwagandha, Rhodiola Rosea, Magnesium Glycinate) ასევე დასაძინებლად (Glycine, Magnesium Glycinate, L-Theanine, Apigenin …) დანარჩენი ინფორმაცია უკვე ინტერნეტში მოიძიეთ.
1️⃣9️⃣დავნერგოთ საშვილიშვილოდ: არ ვაკეთებთ კომენტარს ადამიანის წონაზე! ერთი არასწორი რეპლიკა და ადამიანს შეიძლება დაიწყოს კვებითი აშლილობა ცხოვრების ბოლომდე, მქონია თან ასეთი არაერთი ქეისი.
2️⃣0️⃣სხვისი ბავშვის ლოყებს დაანებე თავი! შენ რაც გისწორდება, ბავშვს ძალიან უტყდება და ხშირად ვერც იგებს, რა ხდება!
2️⃣1️⃣დღევანდელი პლასტიკური მედიცინა ბევრ პრობლემას აგვარებს. თუ გინდათ უფრო დიდი მკერდი, პენისი, საჯდომი ან უფრო პატარა მუცელი, ცხვირი, იგივე მკერდი - ეს მხოლოდ თქვენი გადაწყვეტილებაა და შეგერგოთ!
2️⃣2️⃣სექსი არ ნიშნავს მხოლოდ პენეტრაციას. ყველანაირი სექსუალური ინტერაქცია (ხელით, ფეხით, პირით, სათამაშოებით) ითვლება სექსად“, - წერს ლევან შელეგია.