Digest Logo

მილიარდობით დოლარის საქველმოქმედო ინიციატივა თუ ინტერნეტ-ბულინგი? - რატომ იქცა სუზან დელის თეთრ სახლში გამოჩენა სკანდალად

1791552718
სიუზან დელისიუზან დელი

ვაშინგტონი - ტექნოლოგიური გიგანტის, Dell-ის დამფუძნებლის, მაიკლ დელისა და მისი მეუღლის, სუზან დელის თეთრ სახლში ვიზიტი მსოფლიო მედიისა და სოციალური ქსელების მთავარ განხილვის თემად იქცა. მიუხედავად იმისა, რომ შეხვედრა მასშტაბურ საქველმოქმედო პროექტს ეხებოდა, საზოგადოების ყურადღება მოულოდნელად სუზან დელის გარეგნობაზე გადავიდა. 

7 ოქტომბერს გამართულ შეხვედრაზე დელების წყვილმა დონალდ ტრამპთან ერთად ოფიციალურად წარადგინა ინიციატივა „Trump Accounts“-ის მხარდასაჭერად. პროექტის ფარგლებში დელების ფონდი $6,25 მილიარდ დოლარს გამოყოფს - თითოეულ 10 წლამდე ასაკის ბავშვს საწყისი საინვესტიციო ანგარიშის გასახსნელად $250 ჩაერიცხება. ინიციატივა 25 მილიონ ამერიკელ ბავშვს მოიცავს და მიზნად ისახავს ახალგაზრდა თაობისთვის ფინანსური სტაბილურობის საძირკვლის ჩაყრას.

თეთრი სახლის ოვალური კაბინეტიდან გავრცელებულმა ვიდეოკადრებმა სოციალურ ქსელებში X-ზე TikTok-სა და Instagram-ზე ნამდვილი ვირუსული ტალღა გამოიწვია. თუმცა მომხმარებელთა უმრავლესობა არა გრანდიოზულ ქველმოქმედებას, არამედ სუზან დელის გარეგნობას აკრიტიკებდა. 

ფოტოზე: მაიკლ დელი და მისი მეუღლე სუზან დელი

ამასთან სოციალურ ქსელში აქტიურად დაიწყეს მისი ძველი და ახალი ფოტოების შედარება. კომენტარებში კვლავ პოპულარული გახდა ტერმინი Mar-a-Lago face „მარ-ა-ლაგოს სახე“. ინტერნეტში სუზან დელის გარეგნობის განხილვას თითქმის მყისიერად მოჰყვა რეპტილოიდების შესახებ კონსპირაციული თეორიების გააქტიურებაც.

სოციალურ ქსელებში სუზან დელის თეთრი სახლის ფოტოებისა და ვიდეოების გავრცელების შემდეგ, ბევრმა მომხმარებელმა მისი მიმიკის ნაკლებობა, დაჭიმული კანი და „უჩვეულო“ გამომეტყველება რეპტილოიდების თეორიას დაუკავშირა.

საიდან მოდის „რეპტილოიდების თეორია“?

ეს თეორია პოპულარული გახადა ბრიტანელმა მწერალმა და კონსპიროლოგმა დევიდ აიკმა 1990-იან წლებში. მისი მტკიცებით, შუმერული დროიდან მოყოლებული, უცხოპლანეტელი რეპტილიები ადამიანის ფორმას იღებენ და მართავენ გლობალურ პოლიტიკას, ბანკებსა და მსხვილ კორპორაციებს.

სუზან დელის შემთხვევაში საქმე გვაქვს ესთეტიკური მედიცინის/ქირურგიის შედეგებთან და ინტერნეტ-კულტურის მიერ მოვლენის ჰიპერბოლიზაციასთან. სოციალურმა ქსელებმა საქველმოქმედო ახალი ამბავი უცბად აქციეს ჯერ „მემად“, ხოლო შემდეგ კონსპირაციული ხუმრობებისა და თეორიების წყაროდ.

იმის შესახებ, გაიკეთა თუ არა სუზან დელმა პლასტიკური ოპერაციები ან რა ტიპის პროცედურები ჩაიტარა, ოფიციალური ინფორმაცია არ არსებობს.

ამის მიუხედავად, სოციალურ ქსელებში გავრცელებულმა დაცინვამ და „მემებმა“ მალევე გადაფარა ოფიციალური შეხვედრის მთავარი გზავნილი.

აღნიშნული მასობრივი განხილვების შემდეგ კვლავ წამოჭრა საზოგადოებაში დისკუსია იმის შესახებ, თუ სადამდე ვრცელდება საჯარო პირების პირადი სივრცე და რამდენად ეთიკურია ადამიანის გარეგნობის საჯარო განხილვა?!

✕