ეზოტერიკოსი, ნუმეროლოგი, ტაროლოგი, რომელიც „ფეისბუკზე“ Abagael Bagi-ის სახელით არის დარეგისტრირებული სოციალურ ქსელში ახალ პოსტს აქვეყნებს, სადაც სხვისი ცხოვრების შურზე წერს:
„ხშირად გვგონია, რომ სხვისი ცხოვრება უფრო ადვილია. „აი, იმას რა უჭირს, ყველაფერი აქვს...“ — ვამბობთ ხოლმე. არადა, არავინ იცის, რა სიმძიმის ჯვარს ატარებს ის „ბედნიერი“ ადამიანი. შეიძლება მისი ღიმილი — უბრალოდ კარგად მორგებული შირმაა, რომლის უკანაც სულს ტირილი უნდა.
ნურასდროს შეგშურდებათ სხვისი. თითოეულ ჩვენგანს ჩვენი წილი ბრძოლა გვაქვს მოცემული. დაფასება ისწავლეთ იმის, რაც თქვენ გაქვთ.
დღეს, როცა ვინმეს შეხედავთ, იფიქრეთ: „მე არ ვიცი მისი ისტორია, მაგრამ მე შემიძლია მას დღეს ოდნავ მაინც გავუადვილო გზა ჩემი კეთილგანწყობით“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„არასწორი სტრატეგიით თქვენ საკუთარ ფინანსურ არხს კეტავთ...“ - რას წერს რამაზ გიგაური