Digest Logo

🎥 „არის ერთ-ერთი მავნებელი პროდუქტი, რაც ნარკოტიკივით იწვევს დამოკიდებულებას“ - ყველაზე საშიში საკვები, რომელიც თითქმის ყველა ოჯახშია

1758643644
კვების ინსტრუქტორი

დაბალანსებული კვების კონსულტანტი სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვას ავრცელებს და  ყველაზე საშიშ საკვებზე საუბრობს, რაც მისი თქმით, თითქმის ყველა ოჯახშია. 

საუბარია სოსისებზე და ძეხვეულობაზე, რაც შესაძლოა კიბოს, დიაბეტის, გაცხიმოვნების, ჰორმონების დარღვევის მიზეზი გახდეს:

„ბევრ ადამიანს ეს პროდუქტი ძალიან ჯანსაღი ჰგონია, არადა რეალურად არის კიბოს, დიაბეტის, გაცხიმოვნების, ჰორმონალური დარღვევის რისკია - საუბარია ძეხვებზე და სოსისებზე. 

გეტყვი რამდენიმე მიზეზს რატომ არის ძალიან მავნე და შენი წარმოდგენა შეიცვლება. 

პირველი მიზეზი - რეალობაში მას ცილასთან კავშირი საერთოდ არ აქვს. ხორცი არის მხოლოდ მის სახელში, ხორცპროდუქტი ჰქვია, მაგრამ ხორცს არ შეიცავს. წაიკითხეთ შემადგენლობა.

მეორე მიზეზი -  ის შეიცავს ძალიან ბევრ ქიმიურ მინარევებს, ქიმიკატების ბუდეა, მათ შორის ნატრიუმის ნიტრიტი, რაც არის ერთ-ერთი კანცეროგენი, კიბოს წარმომქმნელი პროდუქტია. 

მესამე მიზეზი - შედის ძალიან ბევრი გემოს და ფერის გამაძლიერებელი. გლუტამატი არის ერთ-ერთი ყველაზე მავნებელი პროდუქტი, რაც ნარკოტიკივით იწვევს დამოკიდებულებას“, - ამბობს  დაბალანსებული კვების კონსულტანტი. 

 ასევე დაგაინტერესებთ:

„ჩემი ბიჭი...“ - თათული ედიშერაშვილი გალა გასვიანთან ერთად გადაღებულ ფოტოებს გვიზიარებს

„მთლიანად ვიცვლი სახეს, ახალი ლოლიკო დაიბადება...“ - როგორ ხვდება ლოლა წერეთელი ასაკის მატებას

„ღმერთმა ძალა მოგცეს ოქროსფერი ასოებით შეგეცვალოს შენი გვარი, ჩემო მეუღლევ“ - როგორ ულოცავს იუბილარ ეთერ ლიპარტელიანს მეუღლე