
არსებობს თუ არა უსაფრთხო რუჯი და იწვევს თუ არა მზისგან დამცავი სიმსივნეს? - აღნიშნულ საკითხზე გადაცემაში „დღის პოსტი“ დერმატოლოგმა დეა ებრალიძემ ისაუბრა:
„კანი არის ჩვენი ორგანიზმის ერთ-ერთი დიდი ორგანო და მას, წლის ნებისმიერ სეზონზე თავისებური მოვლა სჭირდება. აღსანიშნავია, რომ განსხვავებული კლიმატის ქვეყანაში ვცხოვრობთ. მზის გამოსხივება მომატებულია, რაც გავლენას ახდენს არა მარტო კანის, არამედ სხეულის ცვლილებებზე.
ზაფხულის პერიოდში ჩვენი ეპიდერმისიდან ხდება წყლის აორთქლება, შესაბამისად კანი შრება, ირღვევა კოლაგენის და ელასტინის სინთეზი. ზიანდება უჯრედული დეენემი. იმატებს კანის სიმსივნეების რისკი და პიგმენტური ლაქების წარმოქმნა. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, პირველ რიგში ჩვენ მოსახლეობას სპეციალისტები მზისგან დამცავის გამოყენებისკენ მოვუწოდებთ. ორ ლიტრამდე წყალი დღის განმავლობაში არის საკმარისი, თუმცა გააჩნია ადამიანს, რა დაავადება ან ჩივილები აწუხებს. თუ მაგალითად, ადამიანს თირკმლის პრობლემა აწუხებს, შესაძლებელია, არ იყოს მისთვის ამ რაოდენობით წყლის მიღება ნორმა“, - გვირჩევს დეა ებრალიძე.
მეტის გასაგებად იხილეთ ვიდეო:
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ღმერთო, რა სილამაზეა...“ - რუსკა ქარქაშაძის ახალი ფოტოები სოცქსელს იპყრობს
⭕„ყოველ დღე რომ მაოცებ...“ - ლინდა ადამია ახალ კადრებს აქვეყნებს