რა უნდა მივიღოთ ყოველდღიურად, რომ გულზე ვიზრუნოთ? - ამის შესახებ ინდური ხალხური მედიცინის ექსპერტი არუნ ხათრი სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვას ავრცელებს.
მისი თქმით, არსებობს ერთი მარტივი ჩვევა, რომელიც შესაძლოა გულ-სისხლძარღვთა ჯანმრთელობისთვის სასარგებლო იყოს.
„ერთხელ გააკეთეთ და ყოველდღე 100 გრამი მიიღეთ, თქვენი გული მადლობას გეტყვით.
არცერთი კარდიოლოგი იმ ნივთიერებაზე არ გეუბნებათ, რომელიც ჩვენი გულისთვის ყველაზე საუკეთესოა. ჩვენი სისხლძარღვები უნდა იყოს რბილი, რომ სისხლმა კარგად იმოძრაოს და დარეგულირდეს წნევა. ამაში დაგეხმარებათ გლიცინი. ამისთვის, ყველაზე საუკეთესო საჭმელია ბულიონი, რომელშიც შედის გლიცინი“, - ამბობს არუნ ხათრი.
მისივე თქმით, ადამიანები ხშირად არ აქცევენ ყურადღებას იმ ნივთიერებებსა და საკვებს, რომლებიც ყოველდღიურ რაციონში მარტივად შეიძლება დაემატოს.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕როგორი ამინდია მოსალოდნელი უქმეებზე საქართველოში - სად გამოიდარებს და სად იწვიმებს