დერმატოლოგი ზაზა თელია გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ კანის მოვლაში გავრცელებულ პოპულარულ ინგრედიენტს - ნიაცინამიდს ეხება და განმარტავს, თუ რამდენად რეალურია მისი ეფექტურობა, განსაკუთრებით პიგმენტური ლაქების მკურნალობისას:
„ნიაცინამიდი ძალიან პოპულარული პროდუქტია, თუმცა მის ეფექტურობაზე წარმოდგენები გადაჭარბებულია. ლაქების კუთხით, შესაძლოა, იყოს ეფექტური.
რაც შეეხება კანის ზოგად მოვლასა და დატენიანებას, ეფექტური და უსაფრთხოა ჰიალურონის მჟავა, რომელსაც წყლის მოზიდვა უყვარს - მისი გამოყენებით დანაოჭების პროცესი გადავადდება. ჰიალურონის მჟავა დღეში, მინიმუმ, ორჯერ უნდა გამოვიყენოთ. თუ პროდუქტი მაღალმოლეკულური მასის არ არის, აუცილებელია მასთან ერთად გამოვიყენოთ ისეთი საშუალება, რომელიც არის ჰუმექტანტი თუ ოკლუზივი, ანუ ტენს ჩაკეტავს. მინერალური ზეთი და თეთრი ვაზელინი სწორედ ასეთი საშუალებებია“, - აღნიშნა ზაზა თელიამ.