Digest Logo

🎥 ჩამოერთმევა თუ არა მემკვიდრეობა იმ მშობელს, რომელსაც შვილის აღზრდაში არ მიუღია მონაწილეობა? - ის, რაც უნდა იცოდეთ!

1738570471
თამარ კერძაია.

ჩამოერთმევა თუ არა მემკვიდრეობა იმ მშობელს, რომელსაც შვილის აღზრდაში არ მიუღია მონაწილეობა? - ამ თემის შესახებ გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ სამართლის ასოცირებული პროფესორი და იურისტი, თამარ კერძაია საუბრობს. 

„მშობელი თავისი შვილის გარდაცვალების შემდეგ არის მემკვიდრე, ისევე როგორც მისი შვილები და მეუღლე, მაგრამ კანონი გვაძლევს იმის საშუალებას მემკვიდრეობა არ მივცეთ ისეთ მშობელს, რომელსაც ბავშვის აღზრდაში არ მიუღია მონაწილეობა. 

სამართლებრივად ეს ხდება შემდეგნაირად: თუ ოფიციალურად მშობლის უფლება აქვს ჩამორთმეული, მას ავტომატურად არანაირი მემკვიდრეობა არ ეკუთვნის.

თუ არ აქვს ჩამორთმეული და რეალურად არც ასრულებს მშობლის ფუნქციას, და მშობელი არიდება თავს მის ფუნქცია მოვალეობას, კანონი გვაძლევს იმის საშუალებას, რომ არ მიიღოს მან ანდერძი. ამ დროს მშობელს აქვს უფლება, შვილის გარდაცვალების შემდეგაც, მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს მეორე მშობლის ანდერძიდან ამოწერა, რადგან იგი არ ასრულებდა მშობლის ფუნქცია მოვალეობას, ეს ყველაფერი უნდა დაამტკიცოს“, - ამბობს თამარ კერძაია. 

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„იაქტიურეთ ყველა ფრონტზე, ახლა თქვენი დროა“ - კვირის ასტროლოგიური პროგნოზი მიხეილ ცაგარელისაგან

🎥 „არ არის სასურველი ფულის სესხება და გასესხება“ - 3 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი ნინა სუსლოვასგან

🎥 „გოგო, მე ვართულებ? ნუ ავარდი, დამშვიდდი“ - რატომ დაუპირისპირდა ნანიკო ხაზარაძე ნანუკა გულუას?

⭕ წითელი ხალიჩა და ოქროსფერი კაბა – ნუცა ბუზალაძე „გრემის“ 67-ე დაჯილდოების ცერემონიიდან კადრებს აქვეყნებს