
„დაოსური ცოდნა, ენერგიის მართვა და შინაგანი ჰარმონია“ – რას გვასწავლის აღმოსავლური სიბრძნე და როგორ შეგვიძლია მისი პრაქტიკაში გამოყენება?
„იუთუბის“ პოდკასტში SHEN -ის ამ ეპიზოდში საუბარია ფსიქოენერგეტიკული ვარჯიშების საიდუმლოებებზე, რომლებიც სხეულისა და გონების სინერგიას ქმნის.
პოდკასტის სტუმარია მამუკა მანგოშვილი.
მამუკა მანგოშვილი არის ქართველი ბიოენერგეტიკოსი, აღმოსავლური გამაახალგაზრდავებელი და ფსიქოენერგეტიკული პრაქტიკების ოსტატი. მისი სპეციალობა მოიცავს ძველ ჩინურ დაოსურ სისტემებს, რომლებიც ენერგიის მართვასა და სხეულის ჰარმონიზაციას ემყარება.
მანგოშვილი ცნობილია რამდენიმე უნიკალური მეთოდით:
პლანეტარული თერაპია: ეს მეთოდი ეყრდნობა კოსმიური ენერგიის მიღებისა და მართვის რეალურ ტექნიკებს. მისი მიზანია ენერგოპოტენციალის აღდგენა, ჩაკრების დაბალანსება, აურის გამთლიანება და ნეგატიური ენერგიისგან თავდაცვა.
ნეიროიმპულსური თერაპია: ამ მეთოდით ხდება სხეულის ყველა ზონის გააქტიურება მარტივი და ეფექტური მოძრაობებით, რაც ხელს უწყობს ჯანმრთელობის გაუმჯობესებას, გონებრივი და ფიზიკური შესაძლებლობების ამაღლებას.
დაოსური ფილოსოფიის ძალა: ეს პრაქტიკა მოიცავს სტრესისა და მავნე ემოციების გარდაქმნას დადებით ენერგიად, რაც ხელს უწყობს სხეულის გაჯანსაღებას უჯრედის დონეზე.
ქალთა გამაახალგაზრდავებელი პრაქტიკები
მანგოშვილი ასევე ატარებს ქალთა ენერგეტიკულ სეანსებს, რომლებიც მიზნად ისახავს რეპროდუქციული სისტემის გაჯანსაღებას, სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებას და სხეულის დაძაბულობის მოხსნას.
აღსანიშნავია, რომ მანგოშვილის პრაქტიკებს უამრავი კმაყოფილი ადამიანი ჰყავს.
„ყველაზე კარგი მასწავლებელი ის იქნება, ვინც კალიასავით დახტუნავს და ერთი და იმავე კითხვაზე სხვადასხვა პასუხს სცემსო, რადგან მოსწავლეს მისცეს ცოდნა, ერთ ჩარჩოში არ მოექცნენო, ეს მომეწონა აქედან ავაწყვე რაღაცები რასაც ვაკეთებ“, - ამბობს მანგოშვილი.
ვრცლად ნახეთ ვიდეო: