Digest Logo

დასახელდა სამი მცენარე, რომელიც გველებს აფრთხობს - როგორ დავიცვათ სახლი ქვეწარმავლებისგან?

1778834237
მცენარე გველი

ზაფხულის სეზონის დადგომასთან ერთად, აგარაკებისა და საკუთარი სახლების მფლობელებისთვის ქვეწარმავლების აქტივობა ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება. როგორც აღმოჩნდა, არსებობს ისეთი მცენარეები, რომლის სპეციფიკური სუნი გველებისთვის აუტანელია და მათ ეზოდან ეფექტურად აფრთხობს.

ცნობილია, რომ ქვეწარმავლებს ძალიან მგრძნობიარე ყნოსვა აქვთ. ისინი გარემოს „ენის“ საშუალებით აღიქვამენ, რომელიც ჰაერში არსებულ ქიმიურ ნაწილაკებს აგროვებს. შესაბამისად, გარკვეული მძაფრსუნიანი მცენარეები მათთვის ერთგვარი ბუნებრივი ბარიერია.

სანსევიერია ე.წ. „დედამთილის ენა“

მიუხედავად იმისა, რომ მას სუნი არ აქვს, გველებს მისი ბასრი და ვიწრო ფოთლების ეშინიათ. ვიზუალური ეფექტი მათთვის საფრთხის შემცველია.

ლიმონბალახა

შეიცავს ციტრონელას, რომლის არომატიც ადამიანისთვის სასიამოვნოა, თუმცა გველებისთვის - აუტანელი აღმოჩნდა.

ავშანი 

მისი მწარე და სპეციფიკური სუნი ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ბუნებრივი რეპელენტია.