Digest Logo

🎥 „დაუსვით თქვენს თავს ეს 3 შეკითხვა“ - რატომ ვითმენთ და რა არ უნდა მოვითმინოთ?

1750156542
ნათია გოცაძე - ფსიქოლოგი

სად გადის მოთმინების ზღვარი - რატომ ვითმენთ და რა არ უნდა მოვითმინოთ? 

მოთმენა ნიშნავს ადამიანის უნარს, გამძლეობითა და სიმშვიდით გადაიტანოს სირთულე, ტკივილი, მოლოდინი ან უსამართლობა, ხშირად - პროტესტის ან აგრესიის გარეშე. ეს არის შიგნიდან მომდინარე ძალა, რომელიც გვეხმარება: ავარიდოთ თავი ზედმეტ კონფლიქტებს და გავუფრთხილდეთ ურთიერთობებს. 

აღნიშნულ თემაზე გადაცემაში „შუადღე“ ფსიქოლოგი ნათია გოცაძე საუბრობს და საზოგადოებას რეკომენდაციებს უზიარებს. 

„დაუსვით შეკითხვა თქვენს თავს პირველი - რას ვითმენთ?

მეორე კითხვა - რატომ ითმენთ?

მესამე კითხვა - რა მოაქვს ამ მოთმინებას შენთვის და მათთვის, რისთვისაც ითმენ?

როდესაც ითმენ უარყოფით ენერგიას, რაც მენტალური კულტურის ნაწილია ჩვენში - თმენის ვალდებულება, შედეგები ამისი სავალალოა, რომ ამის გაკეთება სასტიკად არ შეიძლება.

„მოთმინების ფიალა ამევსო“, რომ ამბობენ, ანუ აივსო ემოციური ჭურჭელი....ემოციური ჭურჭელი უსასრულო არ არის, რადგან აქვს მას საზღვრები. შესაძლოა ეს წყენები, ბრაზები რასაც ითმენ და აგროვებ, ეს შენი ცხოვრების შხამი შეიძლება გახდეს.

კვლევების მიხედვით, თმენის შიში და შედეგი მარტო დარჩენაა, თუმცა თქვენ მაინც მარტო ხართ იმ ადამიანის გვერდით, ვისთანაც ითმენთ“, - ამბობს ფსიქოლოგი.