Digest Logo

🎥 „დიდია ალბათობა, რომ ასეთ ქალს სექსუალური ურთიერთობისას ბედნიერების მიღების უნარი დაებლოკოს“ - ექიმი ნუნუ ქემაშვილი ფსიქოსომატიკასა და დაავადებათა ფესვებზე

1793608243
ნუნუ ქემაშვილი

ფსიქოსომატიკა, როგორც თანამედროვე მედიცინის ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური და საკამათო მიმართულება, ადამიანის ფიზიკურ ჯანმრთელობასა და მის ფსიქოემოციურ მდგომარეობას შორის არსებულ ურთულეს კავშირებს იკვლევს. კლინიკა „ჰარმონიის“ დამფუძნებელი, ექიმი ნუნუ ქემაშვილი გადაცემაში ადამიანის ორგანიზმში არსებულ უხილავ ენერგეტიკულ ბლოკებზე, ბავშვობის ტრავმებსა და ფიქრების გავლენაზე საუბრობს.

როგორც ექიმი აღნიშნავს, მოზარდებთან მუშაობისას მხოლოდ ფიზიკური დონის შესწავლა საკმარისი არ არის. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მათი ფსიქოემოციური პორტრეტის დადგენა, რადგან ხშირად ბავშვობაში მიღებული ფსიქოლოგიური ტრავმები და განწყობები მომავალში სერიოზული დაავადებების მიზეზი ხდება.

„ძალიან ხშირია შემთხვევები, როდესაც გოგონას მშობლისგან დააკლდა გარკვეული ზრუნვა და სიყვარული, მიუხედავად იმისა, რომ მშობელი თვლის, თითქოს ბავშვს არაფერი აკლია. თუმცა, ბავშვის ქვეცნობიერში რჩება სიყვარულისა და ყურადღების დეფიციტი. ზრდასრულ ასაკში ეს ტრანსფორმირდება და დიდია ალბათობა, რომ ქალს სექსუალური ურთიერთობის დროს სრულფასოვანი ბედნიერებისა და მიღების უნარი დაებლოკოს“,- აცხადებს ნუნუ ქემაშვილი.

ვრცლად, ნახეთ ვიდეო:

✕