Digest Logo

🎥 „ძილის წინ ეს იგივეა, მანქანა მთელი ღამე დაქოქილი დატოვო“ - გიორგი ღოღობერიძე გირჩევთ!

1781628060
გიორგი ღოღობერიძე

ექიმი გიორგი ღოღობერიძე საზოგადოებას სოციალურ ქსელში მორიგ საინტერესო და საგულისხმო რჩევას უზიარებს. ამჯერად მედიკოსი ძილის წინ ნეგატიური ფიქრებისა და შფოთვის მავნე გავლენაზე საუბრობს და განმარტავს, თუ როგორ აზიანებს ეს პროცესი ადამიანის ორგანიზმსა და ნერვულ სისტემას.

ექიმის თქმით, საკუთარი ფიქრები ხშირად ყველაზე დიდ დარტყმას სწორედ ტვინსა და სისხლძარღვებს აყენებს:

„სანამ დასაძინებლად წახვალთ, ერთი რამ გახსოვდეთ: არაფერი აზიანებს ნერვულ სისტემას ისე, როგორც ჩვენი საკუთარი ფიქრები. როდესაც შენს თავს აწუხებ და ნერვიულობ ისეთ რაღაცებზე, რის შეცვლაც არ შეგიძლია, ასე შენს თავის ტვინს მთელი ღამე ბეტა სიხშირეზე ტოვებ. ეს იგივეა, რაც მთელი ღამე მანქანა გამორთული კი არა, არამედ დაქოქილი იყოს“, - განმარტავს გიორგი ღოღობერიძე.

მედიკოსი საზოგადოებას მოუწოდებს, მეტი ყურადღება მიაქციონ ფიზიკურ სიმპტომებს, რომლებსაც ღამის განმავლობაში განცდილი სტრესი იწვევს.

მისი თქმით, შფოთვა პირდაპირ კავშირშია გულ-სისხლძარღვთა სისტემის მუშაობის დარღვევასთან:

„ასევე, ღამით შფოთვა გულისცემას აჩქარებს, სისხლძარღვებს ავიწროებს და, შესაბამისად, არტერიული წნევაც იზრდება. ამიტომ ეცადეთ, ძილის წინ ნეგატიურ რამეებზე არ იფიქროთ“, - აღნიშნავს ექიმი ვიდეომიმართვაში.