
ინდური ხალხური მედიცინის „აიურვედას“ ექსპერტი არუნ ხათრი საზოგადოებას პერიოდულად სასარგებლო ინფორმაციას უზიარებს „იუთუბის“ საკუთარ არხზე. იგი ოჯახთან ერთად წლებია საქართველოში ცხოვრობს და ქართულ ენასაც კარგად ფლობს. მისი მეუღლე ქართველია, წყვილს სამი შვილი ჰყავს.
ამჯერად არუნ ხათრი ახალ ვიდეოს აქვეყნებს სახელწოდებით - „გაფრთხილება: ძმარმა შეიძლება სერიოზული პრობლემები გამოიწვიოს“. იგი ვიდეოში ვაშლის ძმრის სარგებელსა და შესაძლო რისკებზე საუბრობს და ხაზს უსვამს, რომ მისი გამოყენება ყოველთვის ზომიერებას მოითხოვს.
„ვაშლის ძმრით შესაძლოა ისეთი პრობლემა შეიქმნას, რომ ვერაფრით უშველო. ძალიან სასარგებლოა, მაგრამ უნდა ვიცოდეთ გამოყენების ზომა. ზოგი ადამიანისთვის კი საერთოდაც არ არის სასარგებლო.
ჩვენ გვაქვს ორი ზონა – კატაბოლიზმი და ანაბოლიზმი.
კატაბოლიზმი მუშაობს დღის განმავლობაში და ამ დროს გამოიყოფა ენერგია. ანაბოლიზმის სტადია არის ღამე – ამ დროს ვაშენებთ უჯრედებს, რომ განვვითარდეთ. მაგრამ მთელი დღე ერთ ან მეორე პოზიციაში ყოფნა ცუდია.
ვაშლის ძმარი ხელს უწყობს ადამიანის კატაბოლიზმის სტადიიდან ანაბოლიზმის სტადიაში გადაყვანას. როდესაც ვაშლის ძმარს ვსვამთ, შემდეგ მეტაბოლიზმი სხვანაირად მუშაობს. ჭარბი წონისა და დიაბეტის მქონე ადამიანებისთვის მისი გამოყენება კარგია, თუმცა ღამით ვაშლის ძმრის მიღება ცუდია – ბევრი პრობლემა ჩნდება.
ვაშლის ძმარი უნდა მიიღოთ ან ჭამამდე, ან ჭამის შემდეგ. ცარიელ კუჭზე მისი მიღება რეკომენდებული არ არის. ასევე, როდესაც ვიღებთ ხორცს, პროტეინს თუ მცენარეულ საკვებს, იქ მცირდება კუჭის მჟავა. ადამიანები, რომლებიც სწრაფ ნახშირწყლებზე არიან – კოკა-კოლაზე და მსგავს პროდუქტებზე – ნუტრიენტებით არ ივსებიან. მათი ორგანიზმი ივსება პარაზიტებით. როცა ადამიანის ორგანიზმში პარაზიტები ხვდებიან, კუჭის მჟავა კლავს მათ. ადამიანებისთვის, ვისაც ეს მჟავა არ აქვს, ვაშლის ძმრის მიღება კარგია.
ვისაც კუჭის დაავადებები აწუხებს, მათთვის ვაშლის ძმარი არ არის რეკომენდებული. კუჭის წყლულს კი უფრო აზიანებს. წყლულს შველის კომბოსტოს წვენი. ვაშლის ძმარი არასდროს უნდა დალიოთ პირდაპირ – ამ დროს კბილები ფუჭდება. სასურველია, ის მიიღოთ წყალთან ერთად გაზავებული და სასურველია საწრუპით“, – ამბობს არუნ ხათრი.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „იმედის დღე“ 8 სექტემბრიდან ბრუნდება - რა სიახლეები ელოდება მაყურებელს?
⭕რუსკა ქარქაშაძე გერმანიაში მოგზაურობს - „ულამაზესი დედა-შვილი“