Digest Logo

🎥 „თუ მისი კანი შეეხო თქვენ კანს, ვირუსი აღმოჩნდება თქვენს სხეულზე...“ - გიორგი ღოღობერიძე პაპილომა ვირუსზე

1756826556
გიორგი ღოღობერიძე

ექიმი გიორგი ღოღობერიძე სოციალურ ქსელში აქტიურობით გამოირჩევა და ხშირად უზიარებს საზოგადოებას რეკომენდაციებს.

ამჯერად გიორგი ღოღობერიძე ახალ ვიდეოს აქვეყნებს, პაპილომა ვირუსზე, მის რისკფაქტორებსა და მკურნალობის გზებზე საუბრობს:

„რასაც ახლა სურათზე ხედავთ, ეს არის პაპილომა. უნდა მოგეხმაროთ იმის გარკვევაში, თუ რა იწვევს პაპილომებს და როგორ მოაგვაროთ ის. პაპილომები საქართველოში იშვიათობა არ არის და მე დარწმუნებული ვარ, ბევრი ადამიანი გაგახსენდებათ ვისაც პაპილომები აქვთ. ზოგს წონა აქვს დიდი, ზოგსაც ასაკი.

პაპილომები ხშირია კისრის არეში ან იღლიებში, სადაც ხახუნი უფრო მეტია. არის მცირე ზომის და რბილი.

- რა იწვევს პაპილომებს?

ზოგადად პაპილომები გამოწვეულია ადამიანის დაბალი რისკის ვირუსებით.

- როგორ გაინფიცირებს ეს ვირუსი?

წარმოიდგინე შეგხვდა ნაცნობი, რომლებსაც პაპილომები აქვს, მისი კანი შეეხო თქვენ კანს და ვირუსი უკვე აღმოჩნდა თქვენ სხეულზე და მერე თქვენ ორგანიზმში.

მიუხედავად იმისა, რომ თქვენ ხართ ინფიცირებული, არ ნიშნავს ეს იმას რომ აუცილებლად განგივითრდებათ პაპილომები. გაქვთ იმუნური სისტემა, რომელიც არ აძლევს საშუალებას პაპილომებს განვითარდნენ. თუ კი იმუნური სისტემა დაქვეითდება ამ შემთხვევაში პაპილომები განვითარდება.

რისკფაქტორები უფრო არის ჭარბ წონაზე, ინსულინის რეზისტენტობასა და შაქრიან დიაბეტზე.

რაც არ უნდა ეცადო მათ მოშორებას, მოწვით, მოყინვით და ქირურგიული ჩარევით, მაინც თავიდან განვითარდება ისინი, რადგან არ აღმოფხვერი რისკფაქტორები, იგივე ჭარბი წონა და ა.შ.“, - ამბობს გიორგი ღოღობერიძე.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ რიჩარდ გირის 11 მილიონი დოლარის ღირებულების სახლი კონექტიკუტში დაანგრიეს

⭕ ლუკა ლოჩოშვილის მეუღლე ახალ კადრებს კახეთიდან აქვეყნებს - „არაჩვეულებრივი გოგო“

⭕„ძალიან დიდი დანაკლისია...“ - თეა წულუკიანი მანანა მენაბდეს ემშვიდობება და სამძიმრის წერილს აქვეყნებს