Digest Logo

🎥 ეკრანდამოკიდებულება და რეპროდუქციული ჯანმრთელობა - მნიშვნელოვანი რჩევები მშობლებს

1794581613
ეკრანდამოკიდებულება

რამდენად უსაფრთხოა სმარტფონი ჩვენი შვილებისთვის? წლების განმავლობაში ვსაუბრობდით მხედველობის პრობლემებზე, ძილის დარღვევებსა და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე. თუმცა უახლესი სამედიცინო კვლევებით, გაჯეტების უკონტროლო მოხმარებამ შესაძლოა მოზარდი გოგონების რეპროდუქციული ჯანმრთელობაც დააზიანოს.

რა კავშირშია ეკრანდამოკიდებულება და ლურჯი სინათლე გოგონების ჰორმონალურ ბალანსთან? - აღნიშნულ თემაზე გადაცემაში „იმედის დილა“ ისაუბრეს:

ციფრული ეკრანების ზეგავლენა თვალისა და ნერვული სისტემის ჯანმრთელობაზე“, „ინტერნეტ დამოკიდებულება - თაობის მთავარი გამოწვევა“, „როგორ ანადგურებს სმარტფონები ბავშვების ფსიქიკას?“ წლების განმავლობაში სამედიცინო სფერო აქტიურად საუბრობდა იმაზე, თუ რა ზიანს აყენებს გაჯეტების ჭარბი მოხმარება ბავშვებისა და მოზარდების ფსიქიკას, მხედველობისა და ძილის რეჟიმს, თუმცა საერთაშორისო სამედიცინო კვლევები დღეს კიდევ ერთ გაცილებით საყურადღებო რისკზე ალაპარაკდნენ. 

სპეციალისტთა შეფასებით, გაჯეტების უკონტროლო მოხმარებამ შესაძლოა სერიოზული გავლენა იქონიოს მოზარდი გოგონების ჰორმონალურ ბალანსზე. მიუხედავად იმისა, რომ ერთი შეხედვით სმარტფონის ეკრანსა და რეპროდუქციულ ჯანმრთელობას შორის კავშირი თვალსაჩინო არ არის, სამედიცინო დაკვირვებები მათ შორის მკაფიო ჯაჭვურ რეაქციაზე მიუთითებს. ამ პროცესის ერთ-ერთი პირველი და მთავარი გამოვლინება კი სწორედ ჰორმონალური ბალანსის დარღვევაა.

ვრცლად, იხილეთ ვიდეო 👇

 აგრეთვე დაგაინტერესებთ:

📷„ჩემი ბობ ერა“ - ნუცა ბუზალაძემ იმიჯი შეიცვალა

🎥 სიყვარულის, ხელოვნებისა და ფულის მმართველი პლანეტა სასწორში გადავიდა! - მიხეილ ცაგარელის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

⭕„ხელსაყრელია ქორწილი, განქორწინება, ბიზნესის გახსნა...“ - 13 ნოემბრის პროგნოზი ფენშუის მიხედვით

✕