
ექიმი კოტე თოდუა „იუთუბის“ არხზე საზოგადოებას სასარგებლო რჩევებს პერიოდულად უზიარებს. მედიკოსს 67 ათასზე მეტი გამომწერი ჰყავს, მის რჩევებს ათასობით ნახვა და კომენტარები აქვს.
ამჯერად იგი ახალ ვიდეოს აქვეყნებს, სათაურით - „როგორ აბერებს მზე შენს კანს, ერთი მზის დამწვრობაც საკმარისია კანის კიბოს რისკისთვის“ და ამ თემის შესახებ საინტერესო ინფორმაციას გვიზიარებს.
მისი თქმით, თუ მზეზე დიდ დროს ატარებ კანი 6-ჯერ უფრო სწრაფად ბერდება, ვიდრე აქამდე დაბერდებოდა.
„ადამიანის დაბარების ნიშნების 90%, ნაოჭები, ლაქები, კანის დაკიდება, სტრუქტურის შეცვლა, ელასტიურობის დაკარგვა და სხვა ნიშნების უმეტესობა ხდება სწორედ მზის გამო.
მეტიც ჩაატარეს კვლევა 2 იდენტურ ტყუპებზე - 1 მათგანი ცხოვრობდა მზეზე და უწევდა გარეთ ყოფნა, მეორე კი პირიქით იყო, 10-15 წლის შემდეგ კი მიიღეს ასეთი შედეგი, მათ როდესაც შეხედავდი გეგონებოდა 10-წლიანი ასაკობრივი სხვაობა.
მზეს აქვს დიდი რისკიც, 90% შემთხვევაში არის კანის კიბოს განვითარების ხელშემწყობი, ასევეა სოლარიუმიც.
ყველაზე ძლიერი გამოსხივება მზე აქვს 10-დან -4 საათამდე, შეიძლება სიცხით 5 საათზე უფრო ცხელოდეს, თუმცა გამოსხივება იმ დროს უფრო ძლიერი“, - ამბობს კოტე თოდუა.
რაც შეეხება რჩევებს, მისი თქმით აუცილებელია წაისვათ მზისგან დამცავი, ატაროთ სათვალე და დაფაროთ ქუდი, ან ატაროთ გრძელ მკლავზე მაისური.
ვრცლად ნახეთ ვიდეო 👇
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 ნუცა ბუზალაძის ენერგიული ცეკვა - „ცეცხლი ხარ“
⭕მშობლები, რომლებიც ამას აკეთებენ, ემოციურად ძლიერ ბავშვებს ზრდიან
🎥 „ვილოცე, რომ ყველა ჯანმრთელი იყოს“ - ნოე სულაბერიძე შვილის უსაყვარლესს ვიდეოს აქვეყნებს