„დონაცია, სუროგაცია, გაუმართლებელია. ეს არის არასწორი რამ ღვთის წინაშე, ასე ვთვლი მე და ვთვლი, ბევრი სასულიერო პირი გაიზიარებს ჩემს აზრს.
ეს არის არაბუნებრივი მოვლენა და უხეში ჩარევა ღმერთის კომპეტენციასა და მის საქმეში. არც დონორობა, არც სუროგაცია მით უმეტეს არ შეიძლება.
ხელოვნურ განაყოფიერებას რაც შეეხება, ეს მისაღებია ეკლესიისათვის, თუ კი ეს კანონიერი ცოლ-ქმრის შემთხვევაა, გენეტიკურია მასალა და არ ხდება განაყოფიერებული კვერცხუჯრედების განადგურება“, - ამბობს მამა საბა ჭიკაიძე გავრცელებულ ვიდეომიმართვაში.