ბლოგერი და ქველმოქმედი აკა სინჯიკაშვილი სოციალურ ქსელში შოკის მომგვრელ ამბავზე წერს. მისი თქმით, უსახლკარო კაცი, რომელსაც ფეხებზე განგრენა აქვს, შესაძლოა რამდენიმე დღის სიცოცხლე ჰქონდეს დარჩენილი.
„ამბავი ძალიან მძიმეა და ყველაზე გამოუვალი, რაც აქამდე სიცოცხლეში მინახავს.
ფეხები გასინჯა ექიმმა და თქვა, რომ კაცს აქვს განგრენა, მკურნალობას აღარ ექვემდებარება და კიდურების სასწრაფო ამპუტაციაა საჭირო. უკვე მართლა გონებას კარგავს და რამდენიმე დღის სიცოცხლე აქვს დარჩენილი.
აღარც გვეკონტაქტება და უარს ამბობს კლინიკაში გადაყვანაზე. ამბობს, რომ მაინც მოკვდება და ურჩევნია ფეხები ჰქონდეს. ვეზიზღებით ყველა უკვე, იმიტომ, რომ სადაც ჯდება, ყველა ადგილიდან გამოაგდეს. ბოლოს, საერთოდ სცემეს ვიღაც ნაბოზრებმა. სადაც არ უნდა გაჩერდეს, ყველა ადგილიდან აგდებენ. ერთი კაცი ვერ ვიპოვეთ ქალაქში, რომელიც ნებისმიერი თანხის ნაცვლად სახლში შეუშვებს მომაკვდავ ადამიანს.
ასე, ყოველდღე ვუზივართ და ვუყურებთ როგორ კვდება კაცი ჩვენს თვალწინ და ვერაფერს ვერ ვაკეთებთ. მაისურს თუ გამოვუცვლით და საჭმელს თუ შევაჭმევთ. მართლა გავგიჟდებით მალე.
სახელმწიფო თავშესაფარი კიდევ, საერთოდ არ არსებობს, რომელიც ავადმყოფ ადამიანს მიიღებს. ხარივით ჯანმრთელი თუ არ არის ადამიანი, ლილოს თავშესაფარი საერთოდ არ უშვებს შენობაში.
ვინმეს იქნებ რჩევა გაქვთ, რა ვქნათ. იქნებ ვინმე მოხვიდეთ და რამე იცოდეთ რა არის გამოსავალი?!...“, - წერს აკა სინჯიკაშვილი.
ვრცლად წაიკითხეთ, მისი პოსტი ბმულზე:
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 როგორ გავიგოთ, რომელი პრეპარატების გამოყენებაა დასაშვები ორსულობის დროს? - ზაზა თელიას განმარტება