ხშირად, ფრაზა „მე მარტოც ძალიან კარგად ვარ“ არის არა არჩევანი, არამედ ემოციური ჯავშანი. ეს არის ფარი, რომლითაც თავს ვიცავთ შესაძლო ტკივილისგან, უარყოფისგან ან იმედგაცრუებისგან.
ყველაზე ხშირად ვისაც არ ვენდობით იმას გავუჟღერებთ, რომ „მე არავინ მჭირდება” - რადგან დავიცვათ საკუთარი თავი მოსალოდნელი ტკივილისგან.
თითქმის ყველას გვსმენია ან თავადაც გვითქვამს ეს სიტყვები, მაგრამ თუ მათ მიღმა ჩავიხედავთ, იქ ხშირად სულ სხვა რეალობა იმალება.
რატომ ვაკეთებთ ამას?
1) უარყოფის შიში, როდესაც ადამიანთან ახლოს ყოფნა გინდა, ავტომატურად უშვებ იმის რისკსაც, რომ მან გული გატკინოს. იმისთვის, რომ ეს რისკი ნულამდე დავიყვანოთ, ქვეცნობიერად ვირჩევთ დისტანციას.
2) ჰიპერ-დამოუკიდებლობა, ეს ხშირად ტრავმული გამოცდილების შედეგია. როცა წარსულში ვინმეს ვენდეთ და იმედი გაგვიცრუვდა, ტვინი აკეთებს დასკვნას: „მხოლოდ საკუთარი თავის იმედი უნდა მქონდეს, სხვებზე დაყრდნობა სახიფათოა“.
როდესაც კაბინეტში ადამიანი ამბობს, რომ მარტოობა მისი კომფორტის ზონაა, ფსიქოლოგისთვის ეს არის ნიშანი, რომ დავსვათ კითხვა: „რა მოხდება, თუ ვინმეს შენს სამყაროში შემოუშვებ?“.
მარტოობის სიყვარული დამოუკიდებლობის ნიშანია და ეს მშვენიერია. თუმცა, თუ ეს „დამოუკიდებლობა“ სხვებთან კავშირის გაწყვეტის ხარჯზე მოდის, ის გადარჩენის მექანიზმად იქცევა.
გახსოვდეს ! - აღიარო, რომ გჭირდება ვინმე, არ არის სისუსტე. ეს არის უდიდესი სიმამაცე, იყო მოწყვლადი და ღია ნამდვილი, ღრმა ურთიერთობებისთვის.
შიშმა არ უნდა წაგვართვას სხვებთან სიახლოვისა და თანაგრძნობის განცდის შესაძლებლობა.
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „უსაყვარლესები ხართ, გაიხარეთ“ - ანუკი არეშიძე მამასთან ერთად გადაღებულ კადრებს გვიზიარებს
⭕ივნისის გრანდიოზული კოსმოსური განაჩენი: პროგნოზი ზოდიაქოს 12-ვე ნიშნისთვის!
⭕ნინო ჩხეიძე 45 წლის გახდა - „ყველა დღე მიყვარს შენთან ერთად გატარებული, გილოცავ“