საზოგადოებაში ჯერ კიდევ ფართოდაა გავრცელებული მითი, რომ დეპრესიის დაძლევა მხოლოდ პოზიტიური განწყობითა თუ სუფთა ჰაერზე სეირნობითაა შესაძლებელი, ხოლო ანტიდეპრესანტები ადამიანს უემოციო რობოტად აქცევს. პროფესორი, ფსიქიატრი ნინო ოკრიბელაშვილი გადაცემა „კოტკასტში“ სტუმრობისას მენტალური ჯანმრთელობის ირგვლივ არსებულ დესტრუქციულ სტანდარტებსა და მცდარ შეხედულებებს ამსხვრევს - რატომ ვერ ჩაანაცვლებს მეგობართან გულწრფელი საუბარი პროფესიულ ფსიქოთერაპიას და რატომ არის ფრაზა „ნუ მიაქცევ ყურადღებას“ პაციენტისთვის დაზიანების ტოლფასი.
„მითი N1: დეპრესიას პოზიტიური აზროვნებითა და სუფთა ჰაერზე სეირნობით უშველით.
რეალობა: ეს ჭრის მხოლოდ უბრალო გადაღლილობისას. საშუალო და მძიმე დეპრესია აუცილებლად მოითხოვს მედიკამენტურ და ფსიქოთერაპიულ ინტერვენციას.
მითი N2: ანტიდეპრესანტები ადამიანს უემოციო რობოტად აქცევს.
რეალობა: მედიკამენტი პაციენტს უბრალოდ ეხმარება, მძიმე ინფორმაცია შედარებით მსუბუქად გადაამუშაოს.
მითი N3: მეგობართან გულწრფელი საუბარი ფსიქოთერაპიას ანაცვლებს.
რეალობა: მეგობრობა არის მხარდაჭერა 24/7-ზე, ფსიქოთერაპია კი - პროფესიული ტექნიკებისა და გამკლავების სტრატეგიების ათვისება.
მითი N4: ფსიქიკური პრობლემები მხოლოდ გენეტიკურია.
რეალობა: არსებობს მხოლოდ გენეტიკური განწყობა, თუმცა დაავადების გააქტიურებას გარემო ფაქტორები (ეპიგენეტიკა) განაპირობებს.
მითი N5: ბავშვები პატარები არიან და ოჯახურ კონფლიქტებს ივიწყებენ.
რეალობა: დისფუნქციურ გარემოში გაზრდილი ბავშვი მომავალში შფოთვიან, დაუცველ და სხვებზე დამოკიდებულ ზრდასრულად ყალიბდება“, - აღნიშნა ფსიქიატრმა.
ვრცლად, ნახეთ ვიდეო: