Digest Logo

„ეს სიმართლეს არ შეესაბამება....“ - რომელია საუკეთესო ზეთი საკვების მოსამზადებლად/შესაწვავად? ზაზა თელიას რჩევები!

1760438403
 ზაზა თელია

დერმატოლოგი ზაზა თელია სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და საზოგადოებას უზიარებს ინფორმაციას, თუ რომელი ზეთი საკვების მოსამზადებლად/შესაწვავად საუკეთესო.

„რომელია საუკეთესო ზეთი საკვების მოსამზადებლად/შესაწვავად?  

ზეითუნის ზეთი ყველაზე კარგი თვისებების პროდუქტია ზეთებს შორის.

ის უპირატესად შედგება მონო-გაუჯერებელი ცხიმისგან - 73%, პოლი-გაუჯერებელი - 11%, გაჯერებული ცხიმები - 14%.

არსებობს მითი რომ ზეითუნის ზეთის გამოყენება არ შეიძლება უშუალოდ საჭმლის მომზადების დროს, მაგალითად შეწვის დროს. ეს სიმართლეს არ შეესაბამება, რადგან მონო-გაუჯერებელი ცხიმები, რომელსაც შეადგენს ზეითუნის ზეთის უდიდესი ნაწილი სიცხის მიმართ რეზისტენტულები, გამძლეები არიან.

ასევე მითია, რომ მაღალ ტემპერატურაზე ზეითუნის ზეთი წარმოქმნის ტრანსცხიმებს. ის სტაბილურია ექსტრემალური კონდიციის დროსაც კი, როგორიცაა „ძლიერი შეწვა".

მრავალი კვლევა სწავლობდა ზეითუნის ზეთის გამოყენებას მაღალ ტემპერატურაზე, ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში.

კვლევებით დადასტურდა, რომ ზეითუნის ზეთი უფრო რეზისტენტულია (გამძლეა) მაღალ ტემპერატურაზე, ვიდრე სხვა მცენარეული ზეთები, როგორებიცაა მზესუმზირის, სიმინდის და სოიოს ზეთები.
ასე რომ ზეითუნის ზეთი საუკეთესოა“, - წერს ზაზა თელია.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„არ მჯერა, ჩემი ყველაზე დიდი ოცნება უნდა ახდეს“ - რა კადრებს აქვეყნებს თიკა ჯამბურია

⭕„განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინეთ ძაღლის წელში დაბადებულებმა!“ - დღის მეტაფიზიკური პროგნოზი

⭕ზოდიაქოს 6 ნიშანი, რომელთა ცხოვრება 2026 წელს სუფთა ფურცლიდან დაიწყება - „ცვლილებების ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვან სფეროებს შეეხება“