Digest Logo

„ფრთხილად, ტკიპები!“ - რა უნდა გაითვალისწინოთ ბუნებაში გასვლის წინ?!

1778850740
ტკიპატკიპა

ზაფხულის სეზონის დადგომასთან ერთად, როდესაც სულ უფრო მეტი ადამიანი ირჩევს დასვენებას ტყეში, პარკებსა თუ აგარაკებზე, დღის წესრიგში დგება მწერებისგან გამოწვეული საფრთხეები. მათ შორის ყველაზე საყურადღებო ტკიპებია, რომლებიც არა მხოლოდ უსიამოვნო ნაკბენს ტოვებენ, არამედ სერიოზული დაავადებების, მათ შორის ლაიმის დაავადებისა და ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელების გადამტანებიც არიან.

სწორად შერჩეული სამოსი - პირველი ბარიერი, ბუნებაში გასვლისას თქვენი ჩაცმულობა თავდაცვის მთავარი იარაღია.

ექიმების რჩევით, ატარეთ ღია ფერის ტანსაცმელი, თეთრ ან ღია კრემისფერ ქსოვილზე მუქი ფერის ტკიპას შემჩნევა ბევრად უფრო ადვილია, სანამ ის კანამდე მიაღწევს. მაქსიმალურად დაიფარეთ სხეული, გრძელი სახელოები, შარვლის ბოლოები კი უმჯობესია წინდებში ჩაიტანოთ. ეს შესაძლოა ესთეტიკურად არ მოგეჩვენოთ, თუმცა მწერს კანზე მოხვედრის შანსს მინიმუმამდე უმცირებს.

 „საშიში ზონები“ და სიფრთხილე გადაადგილებისას - ტკიპები ძირითადად მაღალ ბალახსა და ბუჩქნარში ბინადრობენ

სეირნობისას ეცადეთ, იაროთ ბილიკის ცენტრალურ ნაწილში და მოერიდეთ ხშირ ბუჩქნართან კონტაქტს.
ნუ დასხდებით პირდაპირ ბალახზე სპეციალური საფენის გარეშე.

სხეულის სავალდებულო დათვალიერება

შინ დაბრუნებისთანავე აუცილებელია სხეულის სრული დათვალიერება. ტკიპა დაუყოვნებლივ არ კბენს მსხვერპლს - ის შესაძლოა, რამდენიმე საათი მოგზაურობდეს თქვენს სხეულზე „საუკეთესო წერტილის“ საძიებლად.

განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ:

⭕ მუხლის უკანა არეს;
⭕ იღლიებს;
⭕ ყურის ნიჟარების უკანა მხარეს;
⭕ თმიან ნაწილს (თავის კანს).

⚠️ რა უნდა გავაკეთოთ, თუ ტკიპა უკვე კანზეა? 

თუ აღმოაჩინეთ, რომ ტკიპამ უკვე გიკბინათ, ნუ ჩავარდებით პანიკაში, თუმცა იმოქმედეთ სწრაფად:

არ გამოიყენოთ ზეთი ან სპირტი, გავრცელებული მითია, თითქოს ზეთი ტკიპას ახრჩობს. სინამდვილეში, ამან შეიძლება გამოიწვიოს მწერის მიერ ინფიცირებული სითხის უკუგდება თქვენს ორგანიზმში.

ამოიღეთ პინცეტით, მოჰკიდეთ პინცეტი, რაც შეიძლება ახლოს კანის ზედაპირთან (თავის არეში) და ნელი, თანაბარი მოძრაობით ამოქაჩეთ ზემოთ.

მიმართეთ ექიმს, თუ მწერი ბოლომდე ვერ ამოიღეთ ან ნაკბენი ადგილი გაწითლდა და წრიული ფორმა მიიღო, დაუყოვნებლივ ეწვიეთ სამედიცინო დაწესებულებას.