Digest Logo

„გარდაცვალების ჟამს დაინახავს პირველად საკუთარ თავს - ზუსტად ისეთს, როგორიცაა სინამდვილეში და შეძრწუნდება“ - თეოდორე გიგნაძის ქადაგება

1754655000
თეოდორე გიგნაძე

ჯვრის ამაღლების სახელობის ტაძრის წინამძღვარი და თეოლოგიის დოქტორი დეკანოზი თეოდორე გიგნაძე განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს საზოგადოებაში.

მისი ქადაგებები ქრისტიანებმა მალევე შეიყვარა, სწორედ ამიტომ იგი პერიოდულად სოციალურ ქსელში ამონარიდებს აქვეყნებს ხოლმე.

ქადაგებების ოფიციალურ ფეისბუკგვერდზე, მისი ქადაგებიდან მორიგი ამონარიდი გავრცელდა:

„საკუთარ თავს რომ არ იცნობ და შენ ცოდვილობას ვერ ხედავ და ჰგონია ადამიანს, რომ კეთილია, რომ სიკეთის, სიყვარულის და სიმართლის წყაროა და ჰგონია, რომ ქრისტეს ცოტათი მაინც ჰგავს, დამშვიდებულია და არის გულარხეინად და გარდაცვალების ჟამს დაინახავს, პირველად, საკუთარ თავს - ზუსტად ისეთს, როგორიცაა სინამდვილეში და შეძრწუნდება.

- და რას ხედავს ამ დროს ადამიანი?!
- რა ვიცი...

საშინელებას ხედავს და ასევე ხედავს ქრისტეს, აბსოლუტურ სიწმინდეს და ხვდები, რომ მასთან არანაირი საერთო არა აქვს, როგორც ღორს არ აქვს საერთო ადამიანთან, არავითარი,  ურთიერთობის თვალსაზრისით.

მანამდე ადამიანი, ხორცში მყოფი, ამას ვერ ხედავდა, საკუთარ თავს ვერ ხედავდა, არადა, მთელი ქრისტიანული ცხოვრება არის, მოწოდება იმისა, რომ ჩვენ დავინახოთ საკუთარი თავი.

- რა, ღმერთმა არ იცის, შენ ვინ ხარ?!
- ღმერთმა როგორ არ იცის ვინ ხარ, მაგრამ შენ არ იცი, ვინ ხარ და აუცილებლად უნდა იცოდე, თორემ რომ გარდაიცვლები, მსგავს მდგომარეობაში აღმოჩნდები, აქ თუ არ განვიწმენდთ გულს და არ დავინახავთ საკუთარ თავს, რომ შევძლოთ მერე მეტამორფოზი და სინანული - იქ, მერე რა გვეშველება?!

დავინახოთ, საკუთარი თავი - აღსარების დანიშნულება ეს არის, რომ დავინახოთ საკუთარი თავი, სულიერი პორტრეტი უნდა დავანახოთ საკუთარ თავს, რომ მერე იქიდან დავიწყოთ მეტამორფოზი და სინანული, რომელიც არის მუდმივი პროცესი ღვთის ძიებისა“, - წერია ამონარიდში.

ასევე დაგაინტერესებთ:

„შესაძლებელია, განვითარდეს სტიქიური პროცესები“ - მეტეოროლოგის გაფრთხილება მოსახლეობას

🎥 „მჯერა, შორენას მოუყვება შოშიებზე თუ როგორ უყვარს ყველას მისი შვილები“ - რას წერს გიგა ცხელიშვილი

გიორგი შოშიტაშვილს შვილი შეეძინა - „დაიბადა მამას ბიჭი“