„ფრილანსერი“, გრაფიკოს-დიზაინერი, „ქოფირაითერი“ და კონტენტ-კრეატორი ნინა შიშმანიძე სოციალურ ქსელში ტემპერამენტი ტიპებზე საუბრობს.
მისი თქმით, ფსიქოლოგიაში არსებობს ტემპერამენტის ოთხი ტიპი, ოთხი სამყარო, რასაც საკუთარი მახასიათებლები აქვს.
წაიკითხე თითოეული ტიპის აღწერა და გაიგე, რომელს მიეკუთვნება შენი შვილი:
„ფსიქოლოგიაში არსებობს ტემპერამენტის ოთხი ტიპი, ოთხი სამყარო (სანგვინიკი, ქოლერიკი, მელანქოლიკი, ფლეგმატიკი).
სანგვინიკი ბავშვი
ენერგიულია, იცინის, გელაპარაკება, ათასი იდეა ერთდროულად მოსდის თავში. ხშირად იწყებს თამაშს თვითონ და ყველას სურს მასთან მეგობრობა.
მაგრამ: ყურადღება სწრაფად ეფანტება. სანგვინიკს სჭირდება რუტინა.
ქოლერიკი ბავშვი
თამაშს კი არ იწყებს - მართავს. „მე თვითონ!“ მისი ადრენალინია. ხმამაღლა გამოხატავს ემოციებს. ტირილიც და სიცილიც ერთი დიდი ენერგიის ტალღაა.
მაგრამ: ადვილად ფრუსტრირდება.
ქოლერიკს სჭირდება სიმშვიდე, თანმიმდევრული საზღვრები და ძალიან სენსიტიური მიდგომა, როცა მოლოდინი არ უმართლდება.
მელანქოლიკი ბავშვი
ეს ბავშვი ღრმად გრძნობს ყველაფერს. მასთან ყველა სიტყვა უნდა ვაკონტროლოთ. უყვარს სიმშვიდე, წესრიგი, აქვს საკუთარი პატარა სამყარო.
მაგრამ: ახალ გარემოსთან შედარებით რთულად ადაპტირდება.
მელანქოლიკი საქმის კურსში წინასწარ უნდა ჩააყენო , დაარწმუნო, რომ უსაფრთხოდაა და მისი სენსიტიურობა პატივისცემით მიიღო.
ფლეგმატიკი ბავშვი
მშვიდი, კომფორტს მიჩვეული, სტაბილური. არ ჩქარობს, არ ხმაურობს, არ იძაბება... თვითონ ადგენს თავის რიტმს.
მაგრამ: უჭირს ინიციატივის გამოხატვა.
ფლეგმატიკი ნაზი ბიძგის მიცემას და მოთმინებით მოპყრობას საჭიროებს.
დღეს ფსიქოლოგიაში, ამ ოთხ ტიპს მიქსად განიხილავენ, ანუ ბავშვი შეიძლება იყოს: ნახევარი სანგვინიკი + ნახევარი მელანქოლიკი ქოლერიკი, მაგრამ მშვიდი მომენტებით.
ფლეგმატიკი, მაგრამ ხანდახან ძალიან აქტიური,ან რომელიმესკენ უფრო მიდრეკილი“, - წერს ნინა შიშმანიძე.
ასევე დაგაინტერესებთ: