Digest Logo

„იგივეა, იყიდო უძვირესი სარბოლო მანქანა და ჩაასხა ყველაზე დაბალი ხარისხის საწვავი...“ - რას წერს ნატა გაგუა ჯანსაღ „დრესინგზე“

1762586280
ნატა გაგუა

ცნობილი ნუტრიციოლოგი და კვების ფსიქოლოგი ნატა გაგუა, რომელიც მუდამ ამბობს, რომ წონის კლება ნებისყოფის გამომუშავება კი არა, მოქნილი სისტემის შექმნაა, სოციალურ ქსელში ახალ პოსტს ავრცელებს.

იგი ჯანსაღი „დრესინგის“ რეცეპტს გვიზიარებს:

„ჯანსაღი დრესინგი.

ყოველდღიურად ვაწყდები პარადოქსს: ადამიანები ზედმიწევნით არჩევენ სალათის ინგრედიენტებს - ყიდულობენ საუკეთესო მწვანილს, ბოსტნეულს, ხორცს - და შემდეგ ამ ყველაფერს ასხამენ მაღაზიაში ნაყიდ გაუგებარ სოუსს, რომელიც სავსეა რაფინირებული შაქრით, იაფი მცენარეული ზეთებით და კონსერვანტებით. ეს იგივეა, იყიდო უძვირესი სარბოლო მანქანა და ჩაასხა ყველაზე დაბალი ხარისხის საწვავი.

დრესინგი ან აქცევს თქვენს საკვებს „ცარიელ კალორიებად“, ან ხსნის მასში არსებული ნუტრიენტების სრულ პოტენციალს.

ჩემთვის სწორად მომზადებული დრესინგი არის „ფუნქციური საწვავი“. გაგიზიარებთ იმ რეცეპტებს, რომლებიც სასარგებლოა და გემრიელი.
ვეგანური ქეშიუს კრემი.

რეცეპტი: 140 გ უმი ქეშიუ, 1/2 ჭიქა წყალი (ან მცენარეული რძე ), 1-2 კბილი ნიორი, 1 ს.კ ლიმონის ან ლაიმის წვენი, ჰიმალაის მარილი ზომიერად.

მომზადება: ქეშიუ დაალბეთ ან ცხელ წყალში 30 წუთით, ან ცივ წყალში მთელი ღამით. გადაწურეთ. 2. მოათავსეთ ყველა ინგრედიენტი ბლენდერში და ათქვიფეთ 5 წუთი, სანამ არ მიიღებთ აბსოლუტურად გლუვ, კრემოვან მასას.

•რისთვისაა სასარგებლო: ეს არის რძის პროდუქტების და მაიონეზის ვეგანური ალტერნატივა. ქეშიუ მდიდარია ჯანსაღი ცხიმებით, მაგნიუმით და სპილენძით.

•რას უხდება: იდეალური ბაზაა ნებისმიერი კრემ-სოუსისთვის. გამოიყენეთ მაკარონისთვის, როგორც ვეგანური „არაჟანი“, ან დაამატეთ მწვანილი და გამოიყენეთ ვეგანურ კერძებში.

•შენიშვნა: დალბობა აუცილებელია ორი მიზეზით. ნუტრიციოლოგიური: ის ამცირებს „ფიტინის“ მჟავას, რომელიც ბლოკავს მინერალების შეწოვას. ტექნოლოგიური: ის არბილებს ქეშიუს უჯრედულ სტრუქტურას, რაც ბლენდერს საშუალებას აძლევს, შექმნას იდეალურად გლუვი ემულსია. დაულბობელი ქეშიუ დატოვებს „ქვიშის“ ტექსტურას.
ეს მეოთხე რეცეპტია“, - წერს ნატა გაგუა.

ასევე დაგაინტერესებთ:

„ძალიან დაგვწყვიტე გული, სულ რაღაც 22 წლის ასაკში“ - ვინ იყო ახალგაზრდა, რომელიც თბილისში ავარიის შედეგად დაიღუპა

რა ძირითადი ნიშნები ახასიათებს ძლიერი ენერგეტიკის მქონე ადამიანს და როგორ ზეგავლენას ახდენს ის გარშემო მყოფთა განწყობასა და ცხოვრების წესზე

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს, 8 ნოემბერს საქართველოში