Digest Logo

„იკითხეთ 90-ე ფსალმუნი“ - როგორ დავიცვათ თავი ხილული და უხილავი მტრისაგან

1701859071
ლოცვა და სანთელი

სასულიერო პირები ამბობენ, რომ ადამიანმა ყოველ დილით 90-ე ფსალმუნი უნდა იკითხოს და ილოცოს, რომელიც დაიცავს მას ხილული და უხილავი მტრებისგან:

„რომელი დამკვიდრებულ არს შეწევნითა მაღლისათა, საფარველსა ღმრთისა ზეცათასა განისვენოს.

ჰრქვას უფალსა: ხელის აღმპყრობელი ჩემი ხარი შენ და შესავედრებელი ჩემი, ღმერთი ჩემი, და მე ვესავ მას.  რამეთუ მან გიხსნეს შენ საფრხისა მისგან მონადირეთასა და სიტყვისა მისგან განსაკრთომელისა. ბეჭთ-საშუვალითა მისითა გფარვიდეს შენ, და საგრილსა ფრთეთა მისთასა ესვიდე; საჭურველად გარე-მოგადგეს შენ ჭეშმარიტება მისი. არა გეშინოდის შიშისაგან ღამისა და ისრისაგან, რომელი ფრინავნ დღისი. ღაწლისაგან, რომელი ვალნ ბნელსა შინა, შემთხვევისაგან და ეშმაკისა შუა დღისა.

დაეცნენ მარცხენით შენსა ათასეულნი და ბევრეულნი – მარჯვენით შენსა, ხოლო შენ არა მიგეახლნენ. ხოლო შენ თვალითა შენითა ჰხედვიდე და მისაგებელი ცოდვილთა იხილო. რამეთუ შენ, უფალი, ხარ სასო ჩემდა და მაღალი გიყოფიეს შესავედრებელად შენდა.

არა შევიდეს შენდა ძვირი, და გვემაი არა მიეახლოს საყოფელთა შენთა. რამეთუ ანგელოსთა მისთადა უბრძანებიეს შენთვის დაცვად შენდა ყოველთა შინა გზათა შენთა. ხელთა მათთა ზედა აღგიპყრან შენ, ნუსადა წარსცე ქვასა ფერხი შენი. ასპიტსა და ვასილისკოსსა ზედა ხვიდოდი და დასთრგუნო შენ ლომი და ვეშაპი. რამეთუ მე მესვიდა, და ვიხსნა იგი და დავიფარო იგი, რამეთუ იცნა სახელი ჩემი.

ხმა-ყოს ჩემდამო, და მე ვისმინო მისი და მის თანა ვიყო ჭირსა შეინა; ვიხსნა იგი და ვადიდო იგი. დღეგრძელებითა განვაძღო იგი და უჩვენო მას მაცხოვარება ჩემი.

უფალო, იესო ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლად წმიდისა დედისა შენისათა, ღირსთა და ღმერთშემოსილთა მამათა ჩუენთათა და ყოველთა წმიდათა, შეგვიწყალენ ჩუენ, ამინ.”

90-ე ფსალმუნი.

მსგავსი თემები: 

🔵 „რა ხდება, როდესაც ბავშვი ისახება არაკანონიერი ურთიერთობის დროს“ - მამა საბა ჭიკაიძის განმარტება მრევლის შეკითხვაზე

🎥 რამდენად მართებულია ქალის ემიგრაციაში წასვლა - მამა საბა ჭიკაიძის განმარტება

🎥 „უცოდველ ბავშვებს, რომ არაფერი არ დაუშავებიათ, რატომ ემართებათ მძიმე სენი?“ - მამა საბა ჭიკაიძის განმარტება მრევლის შეკითხვაზე

წყარო: www.ambioni.ge