
ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრი საზოგადოებას მცენარეული ალერგენების გავრცელების პროგნოზს აცნობს.:
„29.05.2023-4.06.2023 მცენარეული ალერგენების გავრცელების პროგნოზია:
წიფელმა (Fagus) და ცხენისწაბლამ (Aesculus) დაასრულეს ყვავილობა.
მუხის (Quercus) და ფიჭვის (Pinus) მტვრის მარცვლები დაბალი კონცენტრაციით იქნება შეწონილი ჰაერში.
ერთ-ერთი მაღალი ალერგენული თვისებების მქონე ბალახოვანი მცენარეების, მარცვლოვნების (Poaceae) მტვრის მარცვლების კონცენტრაცია არ შეიცვლება და კვლავ მაღალ ნიშნულზე დაფიქსირდება.
ერთეული სახით დაფიქსირდება: ჯვაროსნების (Brassicaceae) და მჟაუნას (Rumex) მტვრის მარცვლები.
სოკოვანი ალერგენების: ალტერნარიას (Alternaria) და კლადოსპორიუმის (Cladosporium) სპორების კონცენტრაცია არ შეიცვლება და დაბალ ნიშნულზე დაფიქსირდება“.
აგრეთვე დაგაინტერესებთ: