
საფრანგეთში მოღვაწე ქართველი ოჯახის ექიმი, რომელსაც სოციალურ ქსელში საკმაოდ ბევრი გამომწერი ჰყავს, ვიდეომიმართვას ავრცელებს, სადაც ასთმის გამომწვევ ერთ-ერთ მიზეზზე საუბრობს.
რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს, ჭურჭლის სარეცხის მანქანა ბავშვებში ასთმის განვითარების რისკს ზრდის.
ეს კი იმ კვლევამ დაადგინა, რაც შვედეთში 1 930 ბავშვზე ჩაატარეს.
„თურმე ბავშვებში ასთმის განვითარების რისკი ჭურჭლის სარეცხის მანქანის გამოყენების შემთხვევაში იზრდება. ეს დადგინდა შვედეთში ჩატარებული ერთ-ერთი კვლევით, რაც 1 930 ბავშვზე ჩაატარეს.
აღმოჩნდა, რომ იმ ბავშვებში, რომლებსაც სახლში ჭურჭლის სარეცხი მანქანა აქვთ, 50%-ით მეტია ასთმის განვითარების რისკი. რა თქმა უნდა, ჭურჭლის სარეცხ მანქანას მეც ყოველდღიურად ვიყენებ, მაგრამ აგიხსნით მექანიზმს რა ხდება ამ დროს.
ის ტოქსიკური ნივთიერებები, რითაც ირეცხება ჭურჭელი მანქანაში გამოიყოფა ჰაერში. მათ შემადგენლობაში შედის ბენზინი, ფორმალდეჰიდი, რომლებიც ასთმის, ენდოკრინული დარღვევების და ზოგიერთი სიმსივნის გამომწვევი ნივთიერებებია.
ეს ნივთიერებები შეიძლება გახდნენ ასევე მიზეზი ალერგიების, უშვილობის. ამიტომ უმჯობესია ჭურჭლის სარეცხის მანქანა ჩართოთ საღამოს, როდესაც ბავშვებს სძინავთ და ამის შემდეგ ოთახი კარგად გაანიავეთ“, - ამბობს ოჯახის ექიმი.
@dr.thea_tea ასთმის განვითარების რისკი მეტია იმ ბავშვებში რომლების სახლშიც ჭურჭლის სარეცხ მანქანას იყენებენ. #ფორიუ #ფორიუზე #შენთვის #ბავშვები #ასთმა #ტოქსიკური #სახლი #ჯანმრთელობა #ექიმი #პრევენცია #რჩევები #ემიგრანტი #ემიგრანტები #საქართველო #ევროპა #საფრანგეთი #fyp #doctor #children #asthma #europe #strasbourg #pourtoi ♬ son original - Dr.Thea_tea
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „ჩემს შვილს ოცნება ავუხდინე“ - სოსო ნებიერიძის ოჯახური ვლოგი მადრიდიდან
⭕ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომელთათვისაც 2025 წლის იანვარი განსაკუთრებით წარმატებული და იღბლიანი იქნება