Digest Logo

🎥 იწვევს თუ არა ტატუ კიბოს? - კოტე თოდუას განმარტება

1741771309
კოტე თოდუა

იუთუბერი, ექიმი კოტე თოდუა სოციალურ ქსელში „იუთუბის“ არხზე საზოგადოებას სასარგებლო რჩევებს პერიოდულად უზიარებს.

მედიკოსს 56 ათასი გამომწერი ჰყავს და მის რჩევებს ათასობით ნახვა და კომენტარები აქვს.

ამჯერად მან ახალი ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ტატუებზე და მასთან დაკავშირებულ რისკებზე საუბრობს:

„დაიდო ახალი კვლევები. დადგინდა, რომ ადამიანებს, რომლებსაც აქვთ ტატუები განსაკუთრებით დიდი ზომის, ხშირად ემართებათ ლიმფომა. ლიმფური სისტემის სიმსივნე. უფრო ხშირად ემართებათ კანის სიმსივნე, მელანომები. ზოგჯერ 200 პროცენტიანი ზრდა არის ლიმფომების. ჯამში ბევრი კვლევა აჩვენებს მნიშვნელოვან გაზრდილ რისკს სიმსივნეებისგან.

მთავარი პრობლემაა, როცა მელანი შეჰყავთ კანში გადადის უჯრედებში და ლიმფურ სისტემაში და შემდეგ ვითარდება დაავადებები. აბსოლუტურად უსაფრთხო მელანი არ არსებობს. განსაკუთრებით არ შეიძლება ტატუს გაკეთება იმ ზონებში, სადაც მზე მარტივად ხვდება. ასევე დიდი ტატუებია პრობლემა. რაც უფრო დიდია ტატუ მით უფრო დიდი რისკია დაავადებების განვითარების“, - ამბობს კოტე თოდუა.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „ა, კაცი! ქალს ხელის გულზე ატარებს“ - რა გამოხმაურება მოჰყვა შორენა ბეგაშვილის რჩეულის გამოჩენას

🎥 „გამოიყენეთ ამ დღის ენერგია, წარმატება თქვენ მხარეს არის“ - 12 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი ნინა სუსლოვასგან

⭕🎥 72 საათი მობილური ტელეფონი გარეშე - რა აჩვენა ექსპერიმენტმა და რატომ ვერ ვწყვეტთ სქროლვას?