
რატომ ვერ ვწყვეტთ სქროლვას და ვერ ვჩერდებით?! - ამის შესახებ ციფრული ფსიქოლოგიის სპეციალისტი ეკატერინე დვალი „დილა მშვიდობისა საქართველოს“ ეთერში საუბრობს.
მან ასევე, იმ კვლევებზე ისაუბრა, რომელიც მეცნიერებმა ცოტა ხნის წინ ჩაატარეს.
„დღესდღეობით სამყაროში ყველაზე ძირითადი ღირებული არის ყურადღება, ყველა პლატფორმა ცდილობს დიდხანს დაგვტოვოს მათ პლატფორმაზე, რადგან ამით ისინი შოულობენ ფულს, ჩვენი ყოველი გატარებული წამი სოც.ქსელებში მათთვის არის ფული.
სოციალური ქსელების უმეტესობა ისეა აწყობილი სპეციალურად, რომ რაც არ უნდა სქროლო ბოლომდე ვერასოდეს დაასრულებ სქროლვას, ასეთ დროს გამოიყოფა დოფამინი, რომელიც არის სიამოვნების ჰორმონი“, - ამბობს ეკატერინე დვალი.
გადაცემაში ასევე ჩატარდა ექსპერიმენტი, სადაც მონაწილეობა მიიღო წამყვანებმა.
როგორც ჩატარებულმა ექსპერიმენტმა, რომელშიც 25 ადამიანი იღებდა მონაწილეობას აჩვენა, რომ მობილური ტელეფონებისგან 72 საათიანი შესვენებაც კი საკმარისი აღმოჩნდა ადამიანის ტვინის ფუნქცია გაუმჯობესებულიყო.
ვრცლად ნახეთ ვიდეო:
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „ა, კაცი! ქალს ხელის გულზე ატარებს“ - რა გამოხმაურება მოჰყვა შორენა ბეგაშვილის რჩეულის გამოჩენას
⭕ტემპერატურა +25 გრადუსამდე აიწევს - ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით