Digest Logo

🎥 ივანე ჩხეიძე: კორონავირუსი ახლა 70%-ზე მეტს შეადგენს რესპირაციულ ვირუსებში, თუმცა მძიმე ფორმების მატება არ ფიქსირდება

1756800340
ივანე ჩხაიძე

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი პროფესორი ივანე ჩხაიძე გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ იმყოფებოდა სტუმრად.

მისი თქმით, ამჟამად საქართველოში გავრცელებული ვირუსებიდან უპირატესი არის კორონავირუსი.

„ბოლო სტატისტიკა, რასაც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი გვაძლევს, მიუთითებს იმაზე, რომ ახლა უპირატესი არის ჩვენთვის კარგად ნაცნობი კორონავირუსი. კორონავირუსი ახლა შეადგენს 70%-ზე მეტს რესპირაციული ვირუსების, რაც დადასტურებულია ლაბორატორიული კვლევით“, – აცხადებს ივანე ჩხეიძე.

მისივე თქმით, მიუხედავად კორონავირუსის გავრცელებისა, ქვეყანაში მძიმე შემთხვევების მატება არ ფიქსირდება:

„ყველა ვირუსი, რომელიც ახლა საქართველოში ცირკულირებს, არის მსუბუქი და საშუალო სიმძიმის დაავადების გამომწვევი. არ გაზრდილა ბავშვების რაოდენობა, რომელთაც მძიმე რესპირაციული ვირუსული ინფექციები აქვთ, ამიტომ არ შეგაშინოთ ამ კორონავირუსმა“.