ინდური ხალხური მედიცინის „აიურვედას“ ექსპერტი არუნ ხათრი საზოგადოებას სოციალურ ქსელში პერიოდულად სასარგებლო ინფორმაციას უზიარებს.
ამჯერად, არუნ ხათრი ახალ პოსტს აქვეყნებს, ადამიანის ორგანოებსა და მათ სიცოცხლის წყაროზე საუბრობს:
„რა უხარია თითოეულ ორგანოს:
გული - ყოველდღიური სიარული
ტვინი - სწორი და ღრმა ძილი
ძვლები - მზის სინათლე
ფილტვები - ღრმა სუნთქვა
თვალები - ეკრანიდან რეგულარული შესვენება
ნერვული სისტემა - ახალი უნარების სწავლა
ფსიქიკური ჯანმრთელობა - დრო საყვარელ ადამიანებთან
ბიოლოგიური საათი - სტაბილური ძილის რეჟიმი
თირკმელები - საკმარისი წყალი
იმუნური სისტემა - ნიორი ყოველდღიურ კვებაში
ჯანმრთელობა არ არის გადაჭარბება, ჯანმრთელობა არის ბალანსი და ყოველდღიური ჩვევები“, - წერს არუნ ხათრი.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„სადაც მიდიხარ ყველგან ანათებ“ - თაკო ჩხეიძის მოგზაურობა პრაღაში გრძელდება