Digest Logo

🎥 17 თე­ბერ­ვალს, ხის გვე­ლის წელი დასრულდება - ქეთევან ჯანდიერი გვირჩევს, როგორ შევხვდეთ აღმოსავლურ ახალ წელს

1770190080
ქეთევან ჯანდიერი

12 ცხო­ვე­ლი­სა და 5 ელე­მენ­ტის კომ­ბი­ნა­ცი­ით, ცე­ცხლო­ვა­ნი ცხე­ნის წელი ყო­ველ 60 წე­ლი­წად­ში ერთხელ დგე­ბა. 

2026 წელს, 17 თე­ბერ­ვალს, მთვა­რის ახა­ლი წელი დგე­ბა. ამ დღეს დას­რულ­დე­ბა „ხის გვე­ლის“ წელი და და­ი­წყე­ბა „ცე­ცხლო­ვა­ნი ცხე­ნის“ წელი. 

როგორ შევხვდეთ აღმოსავლურ ახალ წელს? - აღნიშნულ თემაზე გადაცემაში „ჩვენი ოჯახი“ იურისტი, კრიმინოლოგი, პარაფსიქოლოგ-ეზოტერიკოსი, ტაროლოგი და ნუმეროლოგი ქეთევან ჯანდიერი საუბრობს:

„ძალიან კარგი იქნება, თუ წელს ნუმეროლოგიური პრინციპებით შევხვდებით.

12 რიცხვი არის საკრალური დღე, შესაბამისად, 12 იქნება კარგად გამოსაყენებელი თუ ავიღებთ დღიურს, რვეულს, ფურცელს და ჩამოვწერთ იმ ადამიანის სიას, რომლებმაც გვატკინეს და ვაპატიეთ.

2026 წელი არის წელი, როცა ძალიან მნიშვნელოვანია გაწმენდა. ჩავხურავთ წყენების კარიბჭეს. თუ გვინდა დავწვავთ ან გავანადგურებთ ამ ფურცელს. 

რაც შეეხება 15-16 რიცხვს, ეს არის ის ორი დღე, როცა კარგი იქნება ადამიანებმა ჩამოწერონ მადლიერებით ის, რაც უნდათ მიიღონ. მადლობა უფალო, რომ მაქვს საარსებო წყარო და ციფრი. ღმერთო, მადლობა რომ ვარ ლამაზი, რომ მყავს ოჯახი... და ა.შ.

სიფრთხილე აუცილებელია, მსუყე რისკებისთვის არ გამოდგება“, - წერს ქეთევან ჯანდიერი. 

 ასევე დაგაინტერესებთ:

„დაწერეთ თქვენი მთავარი სურვილი ფურცელზე, ლამაზად, მერკურის უყვარს ესთეტიკა“ - რა უნდა გავაკეთოთ 4 თებერვალს?

ზოდიაქოს 2 ნიშანი, რომელთათვისაც 4 თებერვლიდან ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ეტაპი დაიწყება

„უკვე არც ვიცით და გადაგვავიწყდა როგორ უნდა გავიხაროთ იმით, რაც გვაქვს... ასაზრდოეთ თქვენი შინაგანი ბავშვი“ - ფსიქოლოგის რჩევა