Digest Logo

ჯანმრთელობის შენარჩუნება და წონის კონტროლი - 6 ჩვევა, რომელთა ჩამოყალიბებასაც დიეტოლოგები 2026 წლისთვის გვირჩევენ

1766819969
დიეტა

სადღესასწაულო დღეები გვიახლოვდება. ბევრი ადამიანი ამ პერიოდში ჯანსაღი კვებითი ჩვევების შენარჩუნებას ვეღარ ახერხებს და საახალწლო სუფრიდან საყვარელ ადამიანებთან ერთად სხვადასხვა პროდუქტსა თუ სასმელს მიირთმევს.

თუმცა, იმისათვის, რომ 2026 წელს ჯანმრთელობის პრობლემები არ შეგვექმნას, წონის გაკონტროლება შევძლოთ, ნუტრიციოლოგები გვირჩევენ, 6 მნიშვნელოვანი ჩვევა ჩამოვიყალიბოთ:

პირველ რიგში, დიეტოლოგები კვებითი რაციონის სრულად გადახედვისკენ მოგვიწოდებენ. მაგალითად, ულტრაგადამუშავებულ საკვებზე ხილის, ბოსტნეულის, პარკოსნების, მარცვლეულის, უცხიმო ხორცისა და თხილის სასარგებლოდ, უარი უნდა ვთქვათ.

მეორე ჩვევა, რომლის დამკვიდრებაც ღირს, არის მენიუს დაგეგმვა. ექიმების განმარტებით, ეს აუცილებელია იმისათვის, სწრაფად მოსამზადებელი საკვები ნაკლებად მივიღოთ და უფრო გააზრებულად ვიკვებოთ.

მესამე, ნუტრიციოლოგები დიდი რაოდენობით წყლის დალევისკენ მოგვიწოდებენ, რადგანაც სპეციალისტების თქმით, ის საჭმლის მონელებას, კონცენტრაციას, კანის მდგომარეობასა და განწყობასაც კი აუმჯობესებს.

გარდა ამისა, როგორც ფიზიკური, ასევე ფსიქიკური კეთილდღეობის გასაუმჯობესებლად მნიშვნელოვანია მეტი მოძრაობა, ვარჯიში, გასეირნება, ცეკვა, ფიზიკური აქტიურობა.

სპეციალისტების თქმით, შაქრის შემცირება და ჯანსაღი კვების შესახებ ინფორმაციის სანდო წყაროებიდან მოძიება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

თუ ჩვენ სწორი ინფორმაცია გვექნება, შევეცდებით, რაციონში ჯანსაღი პროდუქტები ჩავრთოთ, მივიღოთ საკმარისი რაოდენობით წყალი და ვიყოთ ფიზიკურად აქტიურები, 2026 წელს წონის გაკონტროლებასაც შევძლებთ და ჯანმრთელობის შენარჩუნებასაც.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„ბედი თქვენს პარტნიორზე გადის“ - 2026 წლის ჰოროსკოპი გველის წელში დაბადებულებისთვის

⭕„განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინეთ ვირთხის წელს დაბადებულებმა!...“ - დღის მეტაფიზიკური პროგნოზი

🎥 „შენ ოთახში ერთი ნივთი უნდა დადო სწორად...უცებ აღმოაჩენთ, რომ ეს უზარმაზარი შედეგია“ - რამაზ გიგაური

წყარო: www.beaumonde.ge