Digest Logo

🎥 „ჯერ კარგად უნდა გავფერთხოთ, შემდეგ კი გავაცხელოთ ...“ - რა სახის მანიფესტაციები უნდა გავაკეთოთ სურვილების ასასრულებლად?

1739952589
მარიამ ციმინტია

ექსტრასენსი, ეზოტერიკოსი, ნათელმხილველი მარიამ ციმინტია საზოგადოებისთვის თავისი ზებუნებრივი ძალებით ძალიან კარგადაა ცნობილი.

იგი სოციალურ ქსელშიც საკმაოდ აქტიურია და ბევრი გამომწერი ადევნებს თვალს.

ამჯერად, მარიამ ციმინტია „ტიკტოკზე“ აქვეყნებს ვიდეოს, სადაც საზოგადოებას სურვილის ასრულებისთვის მანიფესტაციებზე რჩევებს უზიარებს:

„ჩვენი სურვილის ასრულებისთვის არსებობს რამდენიმე პრაქტიკა რომელსაც დღეს გასწავლით. ჩვენ ყველას გვაქვს ფიზიოლოგიური სხეული, თუმცა პარალელურად არსებობს ჩვენი ენერგოსხეული. ჩვენი გონება ჯერ ინფორმაციის სახით გადადის ენერგოსხეულში, მერე ფიზიოლოგიასა და ჩვენს სხეულში. როდესაც ვაკეთებთ რაიმე პრაქტიკას აუცილებელია მოდუნება და რელაქსაცია. შესაბამისად ეს პრაქტიკა უნდა ჩატარდეს მშვიდ გარემოში. 

ჩვენი გულ-მკერდის ხაზი უნდა იყოს გამართული და სწორი, როდესაც აღნიშნულ პრაქტიკას ვაკეთებთ. ვიღებთ ორივე ხელს, რომლებიც ჯერ კარგად უნდა გავფერთხოთ. გავასუფთაოთ სხვა ენერგეტიკისგან შემდეგ კი გავაცხელოთ ხელები. ერთი წუთის განმავლობაში უნდა გააგრძელოთ ეს პროცესი. კონცენტრაციას ვაკეთებთ ხელების ბალიშზე. უნდა იფიქროთ იმაზე, რომ კარგად გრძნობთ თავს და უნდა ისწავლოთ მადლიერების გამოხატვა“, - გვირჩევს მარიამ ციმინტია.

@mariamicimintiaofficial

 

♬ original sound - mariamicimintiaoffic 🧙‍♀️

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 „უღარიბესი წყალზე გაშენებული დასახლება...“ - სოსო ნებიერიძე კადრებს ნიგერიიდან აქვეყნებს

⭕„არ უნდა გქონდეთ იმედი, რომ ადამიანი რადიკალურად შეიცვლება...“- რას წერს თაკო მელიქიშვილი?

🎥 „ვტირი, როგორი მატყუარა ყოფილა დედაჩემი...“ - რა ვიდეოს აქვეყნებს ნინი შერმადინი?