
დერმატოლოგი და კანის მოვლის ექსპერტი ზაზა თელია კოსმეტიკური პროდუქტების უსაფრთხოებასა და ინდუსტრიის მიკერძოებულ მიდგომებზე გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ საუბრობს. მისი თქმით, სილამაზის ინდუსტრიაში მილიარდობით დოლარი ბრუნავს, რაც ქმნის ინფორმაციის ტენდენციური და სუბიექტური ინტერპრეტირების დიდ საფრთხეს:
„ძალიან სენსიტიური თემაა და ბევრი ადამიანია კანის მოვლის ინდუსტრიაში ჩართული. მილიარდობით დოლარის ინვესტიციაა. ბევრი ადამიანი ტენდენციური და მიკერძოებულია“, – აღნიშნავს თელია.
ექსპერტის თქმით, იმისთვის, რომ მომხმარებელი სწორად გაერკვეს პროდუქტების რეალურ ხარისხსა და ეფექტურობაში, აუცილებელია სამედიცინო ანალიზის ცოდნა და კრიტიკული მიდგომა:
„ობიექტური რეალობის დასანახად საჭიროა, თავად სპეციალისტი კარგად ერკვეოდეს სხვადასხვა ტიპის სამედიცინო ინფორმაციის ანალიზში... სამწუხაროდ, საქართველოში არ ისწავლება ეს“.
ეტიკეტები და ინგრედიენტები, რეალური საფრთხეები - ზაზა თელიას თქმით, ბევრ პროდუქციაში გვხვდება პარაბენები და ფტალატები – ინგრედიენტები, რომელთა უსაფრთხოება კითხვის ნიშნის ქვეშ დგას:
„მოხმარება არ არის რეკომენდებული, რადგან არსებობს სამეცნიერო ინფორმაცია, რომ მათი სისტემური კანში შეწოვით ჰორმონალური ბალანსის დარღვევა და ესტროგენების მატება შეიძლება გამოიწვიოს“.
თელია ხაზს უსვამს იმასაც, რომ მომხმარებლები ხშირად ენდობიან პროდუქტის ეტიკეტზე მითითებულს, თუმცა რეალურად ეს ინფორმაცია ყოველთვის ზუსტი არ არის:
„ჩვენ ვკითხულობთ ეტიკეტებს, თუმცა ხშირად ხდება ისე, რომ ინფორმაცია სწორი არ არის“.
მისი თქმით, სწორედ ამიტომ არის საჭირო მეტი გამჭვირვალობა, რეგულაცია და კრიტიკული ფიქრის განვითარება მომხმარებლებში.
მეტის გასაგებად იხილეთ ვიდეო:
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕87 წლის ასაკში იტალიელი მსახიობი კლაუდია კარდინალე გარდაიცვალა
⭕როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში ☀️
⭕ გიორგი მამარდაშვილმა „ლივერპულში“ სადებიუტო ოფიციალური თამაში ჩაატარა