მოდელი თაკო ჩხეიძე ქართველი ქალბატონებისთვის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი და ინსპირაციული სახეა. ის სოციალურ ქსელში აქტიურობით გამოირჩევა, ხშირად ეხმიანება გამომწერების შეკითხვებს და ამჯერად თავის მოვლისა თუ სილამაზის საკუთარ გამოცდილებას უზიარებს საზოგადოებას.
მისმა ერთ-ერთმა 28 წლის გამომწერმა მოდელს ჰკითხა, თუ როგორ შეინარჩუნოს კანის სილამაზე და ელასტიკურობა ამ ასაკში.
თაკო ჩხეიძის თქმით, ახალგაზრდობისა და ჯანსაღი კანის მთავარი საყრდენი მარტივი, თუმცა ფუნდამენტური ჩვევებია:
„კარგი ძილი, წყალი და საკუთარი თავისთვის ცოტა დრო. თავის მოვლის სწორად შედგენილი რუტინა და მზისგან დამცავის გამოყენება“, - აღნიშნავს მოდელი.
