42 წლის მოდელი სალომე ღვინიაშვილი სოციალურ ქსელში დიდი პოპულარობით სარგებლობს.
იგი გამომწერებს ხშირად უზიარებს კადრებს ყოველდღიური ცხოვრებიდან. მოდელი წლების მატებასთან ერთად აქტუალობას არ კარგავს, მეტიც, ბევრი ადამიანისთვის ინსპირაციის წყაროს წარმოადგენს.
მისი ჩაცმის სტილი, ყოველთვის დიდ მოწონებას იმსახურებს.
ამჯერად მან გამომწერებს საფრანგეთში გადაღებული ფოტოები გაუზიარა:
„დახვეწილი და მშვენიერი...“,
„ჩემი ფავორიტი ქალი“,
„საოცრად გამოიყურები“, - წერენ სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, სალომე ღვინიაშვილი 1984 წლის 18 მაისს, თბილისში დაიბადა. მომავალი მოდელი ბავშვობაში ბალერინობაზე ოცნებობდა და ცეკვის სტუდიაშიც დადიოდა, თუმცა მოგვიანებით წარმატებას სამოდელო ბიზნესში მიაღწია.
მოდელი 3 შვილის დედაა, უფროსი შვილი ბიჭი პირველი ქორწინებიდან ჰყავს. დათუნა აბულაძე უკვე სრულწლოვანია და იშვიათად ჩნდება კამერების წინ. როგორც მოდელი ამბობს, ის და დათუნა ერთმანეთს კარგად უგებენ.
სალომეს მეორე ქმარი ცნობილი ფეხბურთელი, ზურა ხიზანიშვილია. მოდელი 21 წლის იყო, როდესაც ზურა გაიცნო. წყვილს ორი შვილი, ნიტა და ტასუნა ჰყავს.

ასევე დაგაინტერესებთ: