ინდური ხალხური მედიცინის „აიურვედას“ ექსპერტი არუნ ხათრი საზოგადოებას სოციალურ ქსელში პერიოდულად სასარგებლო ინფორმაციას უზიარებს.
ამჯერად იგი ვიდეომიმართვას ავრცელებს და კარტოფილზე საუბრობს:
„კარტოფილი ჩვენი ჯანმრთელობისთვის მავნეა თუ ჯანსაღი?
გააჩნია, ვინ როგორ ჭამს.
ჩვეულებრივ, აქტიური ადამიანისთვის, რომელიც კარტოფილის ჭამის შემდეგ გარეთ გადის, საქმიანობს, ნახშირწყლის წყაროა.
ადამიანისთვის, რომელიც კარტოფილის ჭამის შემდეგ ჯდება, მთელი დღე არ აქტიურობს - მაშინ სახამებელი მავნეა, გაგასუქებთ“, - ამბობს არუნ ხათრი.
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „შვილის სიყვარული ღმერთის ყველაზე დიდი საჩუქარია...“ - რა კადრებს აქვეყნებს ნინი კენჭიაშვილი