Digest Logo

🎥 „ხახვი, ნიორი და წიწაკა იწვევს თავის კანის გაღიზიანებას“ - რა სიხშირით უნდა დავიბანოთ თმა და როგორ შევაჩეროთ თმის ცვენა? - რჩევები ნინო სანოძისგან

1736924409
ნინო სანოძე

რა სიხშირით უნდა დავიბანოთ თმა?

რა რის თმის ცვენის გამომწვევი მიზეზები?

როგორ შევაჩეროთ თმის ცვენა?!

აღნიშნულ საჭირო და საინტერესო თემებზე „დილა მშვიდობისა საქართველოს“ ეთერში ექიმი, დერმატო-ვენერელოგი ნინო სანოძე საუბრობს და საზოგადოებას რეკომენდაციებს უზიარებს.

როგორც მედიკოსი აღნიშნავს, ადამიანები სანამ თავზე სახლური სამკურნალო მეთოდების გამოყენებას დაიწყებენ, უმჯობესია დაათვალიერონ სკალპი, რათა არ ჰქონდეთ რაიმე ტიპის პრობლემა.

„აუცილებლად დაითვალიერეთ სკალპი, რათა არ გქონდეთ სიწითლე, გამონაყარი, აქერცვლა თავის კანზე, რადგან ამ დროს კატეგორიულად არ შეიძლება ხალხური მეთოდის გამოყენება, რადგან იგი შეიძლება მაპროვოცირებელი გახდეს პრობლემის. 

ამასათან, ხახვი, ნიორი, წიწაკა იწვევს თავის კანის გაღიზიანებას. 

თმის ცვენის რამდენიმე ტიპი არსებობს: 

1. დიფუზიური მშობიარობის შემდეგ და ვირუსების შემდეგ და თავისივე მალევე აღდგება

2. ვიტამინების დეფიციტის გამო.

3.  ანდროგენული თმის ცვენა, როდესაც თმა ძირითადად წინა ნაწილიდან გვცივა.

4. ბუდობრივი თმის ცვენა, ამის გამომწვევი მიზეზი ძირითად შემთხვევაში არის სოკოვანი ან ბაქტერიული ინფექცია“, - ამბობს ექიმი. 

მისი თქმით, ცხიმიანი თმის შემთხვევაში თავის დაბანა ყოველ მეორე დღეს ნორმალურია. 

„როცა სკალპი არის ცხიმიანი, თმის ძირებში იწვევს ტკივილს თუ ცხიმიანობა არის ინტენსიური. შამპუნი უნდა შეირჩეს თმის ძირების მიხედვით და არა ბოლოების მიხედვით“, - ამბობს ნინო სანოძე. 

უფრო ვრცლად ნახეთ ვიდეო 👇

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:

⭕სამართალდამცველებმა სამხრეთ კორეის პრეზიდენტი დააკავეს

⭕🎥 „არ აქვს მნიშვნელობა ვინ ხარ, როგორი მანქანა გყავს ან როგორ სახლში ცხოვრობ...“ - გიორგი დანელია დამწვარი ლოს-ანჯელესიდან კადრებს გვიზიარებს

⭕ზოდიაქოს 4 ნიშანი 2025 წელს თავის მეორე ნახევარს შეხვდება