ხელების კანკალი ბევრისთვის ნაცნობი სიმპტომია, რომელსაც ხშირად ნერვიულობას, შიშს ან გადაღლას უკავშირებენ. თუმცა, როგორც ექიმი კოტე თოდუა განმარტავს, ტრემორი ყოველთვის უვნებელი არ არის და ზოგჯერ შესაძლოა, ჯანმრთელობის გარკვეულ პრობლემებზეც მიანიშნებდეს.
რა იწვევს ხელების კანკალს, როდის არის ის ნორმალური და რა შემთხვევაში უნდა მივმართოთ ექიმს? - ამის შესახებ ექიმი კოტე თოდუა „იუთუბიზე“ საკუთარ არხზე გამოქვეყნებულ ვიდეოში საუბრობს და რჩევებს გვიზიარებს.
„ხელის კანკალი არის იგივე ტრემორი, ხელის უნებლიე რითმული მოძრაობა, რომელსაც ადამიანი ვერ აკონტროლებს. სინამდვილეში ეს ყველა ადამიანს აქვს და ამას მსუბუქი ფიზიოლოგიური ხელის კანკალი ჰქვია, რომელიც ჩვეულებრივ შეუმჩნეველია. ჩვენი კუნთები მუდმივად მუშაობას, ეს იწვევს ამ მცირე შეუმჩნეველ კანკალს და მეტიც, ზოგ ადამიანს ეს კანკალი შესამჩნევი უხდება განსაკუთრებით მაშინ, როცა ნერვიულობს. ეშინია, ან ძლიერ ემოციურ სტრესს განიცდის ან ბევრი ყავა დალია. იგივე ხდება უძილობისას, ფიზიოლოგიური გადაღლის დროს, შიმშილის დროს, სისხლში შაქრის დაქვეითების დროს და რაც მთავარია, ასეთი კანკალი ხშირად სრულიად ჯანმრთელ ადამიანებსაც აქვთ და დაავადებას არ ნიშნავს.
რა ხდება მაშინ თუ ეს უფრო სერიოზული მდგომარეობის გამოა და დაავადებით არის გამოწვეული?
რა არის ნომერ პირველი ყველაზე ხშირი მიზეზი ხელების კანკალის, როცა ეს ნორმა არ არის?
ყველაზე ხშირი პათოლოგიური მიზეზი ხელების კანკალის არის ესენციური ტრემორი. ეს არ არის საშიში დაავადება, მაგრამ მნიშვნელოვანი იმიტომ, რომ ადამიანს აწუხებს. ამ დროს ხელები განსაკუთრებით მაშინ კანკალებს, როცა რაიმეს აკეთებ.
რა იწვევს ესენციურ ტრემორს ზუსტი მიზეზი არ ვიცით, დადგენილი არ არის. ცნობილია, რომ პრობლემა დაკავშირებულია ტვინის იმ ნერვული წრევის მუშაობასთან, რომელიც მოძრაობის სიზუსტეს აკონტროლებს, განსაკუთრებით ნათხემთან. ესენციური ტრემორის შემთხვევის დაახლოებით 50-70% არის გენეტიკური, ანუ თუ მშობელს აქვს შვილსაც ეზრდება რისკი, რომ ჰქონდეს. ასევე, მეორე რისკფაქტორი არის ასაკი, რაც უფრო ასაკი ემატება ადამიანს, მით უფრო არის ალბათობა მაღალი, რომ ექნება ესენციური ტრემორი“, - ამბობს ექიმი.