ადამიანების უმრავლესობას როგორც წესი გემრიელად მირთმევის სურვილი საღამოს საათებში, ან ძილის წინ აქვთ.
არსებობს თუ არა საკვები პროდუქტი, რომლის მირთმევაც დღის ამ მონაკვეთში არ არის საზიანო და წონაში მომატებას არ იწვევს - აღნიშნულ თემაზე გადაცემაში „პოსტ ალიონი“ ენდოკრინოლოგმა ქეთი ასათიანმა ისაუბრა და მაყურებელს სასარგებლო ინფორმაცია გაუზიარა:
„ღამე ავტომატურად შედიხარ სამზარეულოში და აი, იქ გვმართებს ცოტა ყოჩაღად მოქცევა. ჩვენ, ენდოკრინოლოგები რასაც ასე უშურველად გავცემთ რეკომენდაციებს, რომ მთელი დღის განმავლობაში ეცადეთ, რომ სულ მცირე 3-4 საათში ერთხელ, ცოტ-ცოტა მიირთვათ, ამის შედეგია გაუაზრებლად, დაღლილ, დაქანცული შეხვალ სამზარეულოში, იქ უკვე თვალი, ტვინი, ხელი, კუჭი - გაკონტროლება მარტივია.
რაც არ უნდა ვისაუბროთ იმაზე, რომ ეს საზიანოა, ისეთი რამ არის, ყოველდღიური ჩვევა, რისგან გათავისუფლებაც რთულია. ბუნებრივია, რომ რაც უფრო მსუბუქი იქნება ვახშამი, დაძინებამდე სულ მცირე 2-3 საათით ადრე, ის არანაირ პრობლემას ჯანმრთელობის თვალსაზრისით, არ გამოიწვევს.
როცა ასე არ ხდება, იქ გაკონტროლება რთულია.
უნდა მივირთვათ ისეთი პროდუქტი, რომელიც მეტ-ნაკლებად ხელს შეუწყობს ძილის მოჰგვრას. ეს პროდუქტები, ხელს უწყობს მელატონინის გამომუშავებას.
თხილეული, ისპანახი, ფრინველის ხორცი, კვერცხი - შესაძლოა გაგვიოლოს ძილი“, - ამბობს ქეთი ასათიანი.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ბრონქიოლიტი და ფილტვების ანთება - ივანე ჩხაიძის რეკომენდაცია და გაფრთხილება მშობლებს