ფიტნესინსტრუქტორი, ნუტრიციოლოგიის რეზიდენტი და სერტიფიცირებული მანუალ-თერაპევტი, მამუკა რაშოიანი სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებს პოსტებს, სადაც საზოგადოებას სხვადასხვა თემაზე სასარგებლო და მნიშვნელოვან ინფორმაციას აწვდის.
ამჯერად მან ახალი სტატუსი გამოაქვეყნა, სადაც წერს იმ საკვების შესახებ, რომელიც იცავს დნმ-ს.
„საკვები, რომელიც იცავს თქვენს დნმ-ს.
ეს ხელს უწყობს უჯრედების დაბერების შენელებას და ჯანმრთელობის გაუმჯობესებას.
მარწყვი და კივი — მდიდარია ანტიოქსიდანტებით, რომლებიც ეხმარება დნმ-ის დაზიანების შეკეთებას და ტელომერების (ქრომოსომების დამაბოლოვებელი უბნები. რედ. შენიშვა) დაცვას.
ლობიო და სტაფილო — აძლიერებს უჯრედების ბუნებრივ დაცვას დნმ-ის დაზიანებისგან.
ორაგული — ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავებით იცავს უჯრედებს.
სოიო, შავი კომბოსტო, კომბოსტო და კურკუმა — გაააქტიურებენ დამცავ გენებს (ტუმორ-სუპრესორებს) და ებრძვიან მუტაციებს.
მოცემული რჩევები არის სარეკომენდაციო ხასიათის და არ ცვლის ექიმის დანიშნულებას“, - ვკითხულობთ გავრცელებულ პოსტში.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „დიდი განძია ჩემთვის ეს ვიდეო“ - მალიბუ ტუღუში ემოციურ კადრებს აქვეყნებს