Digest Logo

🎥 „ხშირ შემთხვევაში ეს გადაჭარბებული ფიქრებია“ - კანის მოვლის ინდუსტრიის მითები: ზაზა თელიას რეკომენდაციები

1792741390
ზაზა თელია

რეტინოლი, C ვიტამინი, ნიაცინამიდი, ჰიალურონისა და სალიცილის მჟავები - რამდენად ეფექტურია კანის მოვლის ეს პოპულარული ინგრედიენტები და როგორ გამოვიყენოთ ისინი სწორად? - აღნიშნულ საკითხზე გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ დერმატო-ვენეროლოგმა ზაზა თელიამ ისაუბრა:

„კანის მოვლის ინდუსტრია მილიონობით დოლარის ინდუსტრიაა, ხშირად მომხმარებლები საუკეთესოს ეძებენ და ჰგონიათ იმ შედეგს მიიღებენ, რაც სურთ. ხშირ შემთხვევაში ეს გადაჭარბებული ფიქრებია. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს რაციონალურ მიდგომას, თუ ეს მიდგომა არ იქნება, მაშინ ასეთი ადამიანები დერმატოლოგებთან ხვდებიან.

ყველაზე ხშირია რეტინოლის გამოყენება: ეს არის ვიტამინ A-სგან წარმოებული პროდუქცია, რომელიც უამრავ დაავადებასთან საბრძოლველად გამოიყენება. კერატინზე ახდენს გავლენას, ასევე ცხიმოვან ჯირკვლებსა და მათ ფუნქციაზე. აკნესთან საბრძოლველად ერთ-ერთი ხშირი პროდუქტია. ასევე აქვს ნაოჭის საწინააღმდეგო ეფექტი, თუმცა იმას არ ნიშნავს, რომ მას გააქრობს, გადადებს უბრალოდ ნაოჭის გაჩენის დროს. ასევე იყენებენ ფორებთან საბრძოლველად. ნაოჭის საწინააღმდეგოდ მისი გამოყენება 25-30 წლის ასაკიდან არის დაშვებული, მაგრამ აუცილებლად უნდა ვიცოდეთ მისი შემცველობა. რეტინოლის ესტერები {შემადგენელი ნივთ.} არის ყველაზე სუსტი და ნაკლებად ეფექტური.

ნიაცინამიდი არის ძალიან პოპულარული პროდუქტი. მის ეფექტურობაზე ცნობები გადაჭარბებული წარმოდგენებია. ლაქების კუთხით შესაძლოა, იყოს ეფექტური. ეფექტური და უსაფრთხო არის ჰიალურონის მჟავა, მას უყვარს წყლის მოზიდვა. მისი გამოყენებით გადავადდება დანაოჭების პროცესი. დღეში მინიმუმ, ორჯერ უნდა გამოვიყენოთ. თუ მაღალი მოლეკულური მასის არ არის აუცილებელია, მასთან ერთად უნდა გამოვიყენოთ პროდუქტი, რომელიც არის ჰუმექტანტი, ანუ წყალს ჩაკეტავს. მინერალური ზეთი, თეთრი ვაზელინი არის ასეთი საშუალებები“, - აღნიშნა ზაზა თელიამ.

მეტის გასაგებად იხილეთ ვიდეო:

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 ბრძოლისწინა ყველაზე რთული ეტაპი გადალახულია და წონა ჩაბარებული: მერაბ დვალიშვილი ოქტაგონზე შესასვლელად მზადაა

🎥 „ცხვირს კიდევ ერთხელ გაგიტეხავ...“ - მერაბ დვალიშვილისა და პიოტრ იანის პრესკონფერენცია

⭕ რთული პერიოდი დასასრულს უახლოვდება: ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომელთა ცხოვრებაშიც 2027 წლის დადგომამდე სასიკეთო ცვლილებებია მოსალოდნელი

✕