
საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ინსტიტუტის თავმჯდომარე და საერთაშორისო ჯანდაცვის აღიარებული ექსპერტი, WHO-ს ექსპერტი, Relief International-ის მმართველი საბჭოს დირექტორი და გაეროს გენერალური მდივნის ყოფილი მრჩეველი პროფესორი გიორგი ფხაკაძე, რომელსაც აქვს 25 წელზე მეტი გამოცდილება ჯანდაცვის სექტორში, როგორც საქართველოში, ასევე საერთაშორისო დონეზე, სოციალურ ქსელში საზოგადოებას პერიოდულად უზიარებს სასარგებლო რჩევებს.
ამჯერად იგი საზოგადოებას ახალ ინფორმაციას უზიარებს და B ვიტამინის მნიშვნელობაზე საუბრობს:
„B ვიტამინების საოცარი ძალა — რატომ არის ისინი ასეთი მნიშვნელოვანი?
დღეს მინდა გესაუბროთ იმ შეუცვლელ ნივთიერებებზე, რომლებიც ყოველდღიურად უნდა მივიღოთ ჯანმრთელი სხეულისა და გონებისთვის - B ჯგუფის ვიტამინებზე!
ისინი მონაწილეობენ ენერგიის გამომუშავებაში, ნერვული სისტემის დაცვაში და ზოგადად ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაში.
მოდი გადავხედოთ, რას აკეთებს თითოეული და სად შეიძლება ბუნებრივად მივიღოთ:
ვიტამინი B1 (თიამინი)
საჭიროა სხეულის ენერგიის გამომუშავებისთვის.
ბუნებრივი წყაროები: მარცვლეული, თხილეული, ღორის ხორცი, ლობიო.
ვიტამინი B2 (რიბოფლავინი)
იცავს უჯრედებს დაზიანებისგან და მხედველობას ამაგრებს.
ბუნებრივი წყაროები: რძის პროდუქტები, კვერცხი, ისპანახი, ნუში.
ვიტამინი B3 (ნიაცინი)
აკონტროლებს ქოლესტერინს და ხელს უწყობს კანის ჯანმრთელობას.
ბუნებრივი წყაროები: ქათმის ხორცი, თევზი (მაგალითად თინუსი), არაქისი, ბარდა.
ვიტამინი B5 (პანტოთენური მჟავა)
ეხმარება სტრესთან ბრძოლას და ანთების პროცესების შემცირებას.
ბუნებრივი წყაროები: ავოკადო, სოკო, კვერცხი, ქათამი.
ვიტამინი B6 (პირიდოქსინი)
აუმჯობესებს ენერგიის მეტაბოლიზმს და ამცირებს PMS-ის სიმპტომებს.
ბუნებრივი წყაროები: ბანანი, ქათმის ხორცი, კარტოფილი, თევზი (მაგალითად ორაგული).
ვიტამინი B7 (ბიოტინი)
აუმჯობესებს თმის, კანისა და ფრჩხილების ჯანმრთელობას.
ბუნებრივი წყაროები: კვერცხის გული, ნიგოზი, შვრიას ფაფა.
ვიტამინი B9 (ფოლიუმის მჟავა)
აუცილებელია სისხლის წარმოქმნისა და ნაყოფის სწორი განვითარებისათვის.
ბუნებრივი წყაროები: ისპანახი, ბროკოლი, ავოკადო, ლინზა.
ვიტამინი B12 (კობალამინი)
აუცილებელია ნერვული სისტემის ნორმალური მუშაობისთვის და ენერგიის გამომუშავებისთვის.
ბუნებრივი წყაროები: ცხოველური წარმოშობის პროდუქტები - ხორცი, თევზი, რძე, კვერცხი.
დღევანდელ სწრაფი კვების ეპოქაში, ხშირად გვავიწყდება, რომ ჩვენი ორგანიზმის ნამდვილი საწვავი მოდის ბუნებიდან.
B ჯგუფის ვიტამინების მიღება ბუნებრივი საკვებიდან არის საუკეთესო გზა ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად და პრობლემების თავიდან ასარიდებლად.
ნუ დაელოდებით სიმპტომების გამოვლენას ყოველდღე მცირე ცვლილებები თქვენს რაციონში, დიდ ცვლილებებს მოუტანს თქვენს ენერგიასა და სიცოცხლისუნარიანობას!”, - წერს გიორგი ფხაკაძე.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ყოველგვარი ფილტრის გარეშე...“ - ბარბარა სამხარაძე ახალ კადრებს აქვეყნებს