Digest Logo

„ხშირად მოავადმყოფე ბავშვები ესენი არიან მშობელზე დამოკიდებულები“ - ექიმის მიმართვა მშობლებს

1793611888
ნუნუ ქემაშვილი

ფსიქოსომატიკისა და ჰოლისტიკური მედიცინის საკითხებზე საუბრისას, ექიმი ნუნუ ქემაშვილი ყურადღებას იმ მთავარ ფაქტორებზე ამახვილებს, რომლებიც ბავშვთა ჯანმრთელობასა და მათ ხშირ ინფექციურ თუ ვირუსულ დაავადებებს განაპირობებს.

როგორც ქემაშვილი განმარტავს, ნებისმიერი შიში, სტრესი და არასწორი ფსიქოემოციური განწყობა პირველ რიგში ორგანიზმის დაცვით მექანიზმს - იმუნიტეტს აქვეითებს, რის შემდეგაც ორგანიზმი ვირუსებისა და ინფექციების მიმართ დაუცველი ხდება.

რატომ არიან ხშირად მოავადე ბავშვები მშობლებზე ზედმეტად დამოკიდებულები?

ექიმის თქმით, ხშირად მოავადე ბავშვები სწორედ იმ კატეგორიას მიეკუთვნებიან, რომლებიც მემკვიდრეობით თუ ფსიქოლოგიურად მჭიდროდ არიან მიჯაჭვულნი მშობლებზე.

„ბავშვი გინდა, არ გინდა, დამოკიდებულია მშობელზე, ის გარკვეულწილად პარაზიტობს მშობელზე. რამდენადაც ის პარაზიტობს და რამდენ ხანსაც გრძელდება ეს პროცესი, იმდენად ქმნის იმ შტრიხკოდს და სიხშირეს, რომ მასთან ინფექციები ადვილად იკიდებს ფეხს. იმუნიტეტი ჯერ არ გამოუმუშავდა ისეთი ძლიერი, რომ მან პიროვნულად დამოუკიდებლად გადააბიჯოს. პრობლემას კიდევ უფრო ამწვავებს ის ფაქტი, რომ მშობლებს ხშირად არ ასწავლიან, როგორ უნდა ასწავლონ ბავშვს დამოუკიდებლობა. თანამედროვე ეპოქაში, სოციალური ქსელებისა და გაჯეტების ფონზე, როდესაც ბავშვები ტვინის სწორ რეალიზაციასა და სოციუმში ადაპტაციას ვერ ახერხებენ, ეს რისკები კიდევ უფრო იზრდება. ასეთ პაციენტებთან მუშაობისას მკურნალობა მხოლოდ ბავშვით არ შემოიფარგლება - აუცილებელია მშობელთან მუშაობა და კორექცია, რადგან ხშირად პრობლემის სათავე ზუსტად ოჯახურ გარემოსა და არასწორ ფსიქოემოციურ მიდგომებში დევს. შვილი მშობლების სარკეაო, ნამდვილად ასეა“, - აღნიშნავს ექიმი.

ვრცლად, ნახეთ ბმული.

✕