
„იუთუბერი“, ექიმი კოტე თოდუა სოციალურ ქსელში „იუთუბის“ არხზე საზოგადოებას სასარგებლო რჩევებს პერიოდულად უზიარებს.
მედიკოსს 64 ათასზე მეტი გამომწერი ჰყავს, მის რჩევებს ათასობით ნახვა და კომენტარები აქვს.
ამჯერად მან ახალი ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც საუბრობს კიბოს შესახებ და მისი გამომწვევი 7 საკვების შესახებ გვაძლევს ინფორმაციას, რომელსაც ყოველდღიურად ვიღებთ.
კიბო – 21-ე საუკუნის სენი, რომელსაც მედიცინა ვერ ამარცხებს. დღემდე მიდის კამათი იმის შესახებ, თუ რა იწვევს ორგანიზმში უჯრედების გადაგვარებას. ძირითად მიზეზებად მეცნიერები საკვებს ასახელებენ.
კიბო ეს არის ნომერ მეორე სიკვდილის მიზეზი მსოფლიოში, პირველ ადგილზე კი დგას გულით გარდაცვალება. სიმსივნის 60% გამოწვეულია სასმლით და საკვებით.
თუ ამ 7 საკვების მიღებას შეამცირებთ მნიშვნელოვნად შეგიმცირდებათ სიმსივნის განვითარების რისკი 👇
მე - 7 ადგილი - შემწვარი ხორცი.
მე - 6 ადგილი - რძე და რძის პროდუქტები
მე - 5 ადგილი - მარილიანი საკვები და მარილი.
მე - 4 ადგილი - შემწვარი საკვები (დაწყებული შემწვარი კარტოფილით და დამთავრებული გამომცხვარი პურით)
მე - 3 ადგილი - შაქრიანი სასმელები.
მე - 2 ადგილი - თეთრი პური (1 ჭამაზე თუ 2 ნაჭერს ან მეტ პურს თუ ჭამ უკვე ბევრია)
პირველი ადგილი - დამუშავებული ხორცი (ძეხვი, სოსისი, ბეკონი)
ვრცლად ნახეთ ვიდეო 👇
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„უკვე 10 თვის ხარ... ძალიან გვიყვარხარ“ - ილია თოფურიას მეუღლე ოჯახურ კადრებს აქვეყნებს